აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მოვუწოდებთ აშშ-ის მოქალაქეებს მსოფლიოში, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა, შესაძლოა, აშშ-ის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სამოგზაუროდ იმყოფებიან, ან ცხოვრობენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი გაზარდოს. „ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში გადაადგილების შეფერხებები და საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვა. არსებობს აშშ-ის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მათი ინტერესების წინააღმდეგ დემონსტრაციების პოტენციალი. […]


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, რადგან ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა, შესაძლოა, აშშ-ის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ სამოგზაუროდ იმყოფებიან, ან ცხოვრობენ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი გაზარდოს.
„ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში გადაადგილების შეფერხებები და საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვა. არსებობს აშშ-ის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მათი ინტერესების წინააღმდეგ დემონსტრაციების პოტენციალი. სახელმწიფო დეპარტამენტი მთელ მსოფლიოში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
What's Your Reaction?






