აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში სატრანზიტო დერეფანი 99 წლით გადაეცა
„ჩვენ მოვაგვარეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის განსაკუთრებული სატრანზიტო ზონა, ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს მიიღოს სრულფასოვანი წვდომა ნახიჩევანთან და ამავდროულად სრულად პატივი სცეს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას,“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაშინიანისა და ალიევის მონაწილეობით გამართულ სამიტზე, რაც გულისხმობს პროექტს „დონალდ ტრამპის სახელობის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტი“ (TRIPP). „ამგვარად, მათ (სომხეთმა და […]


„ჩვენ მოვაგვარეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის განსაკუთრებული სატრანზიტო ზონა, ტერიტორია, რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს მიიღოს სრულფასოვანი წვდომა ნახიჩევანთან და ამავდროულად სრულად პატივი სცეს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას,“ — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაშინიანისა და ალიევის მონაწილეობით გამართულ სამიტზე, რაც გულისხმობს პროექტს „დონალდ ტრამპის სახელობის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტი“ (TRIPP).
„ამგვარად, მათ (სომხეთმა და აზერბაიჯანმა ) შეეძლებათ ერთად იცხოვრონ და იმუშაონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა ორივე ქვეყნისთვის”.
მისი თქმით, სომხეთი აშშ-თან ერთად ქმნის გამორჩეულ პარტნიორობას „ამ დერეფნის“ განვითარების მიზნით, რომლის მართვაც გაგრძელდება 99 წლის განმავლობაში და შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ 99 წლით.
„ჩვენ ველით, რომ ამერიკული კომპანიები ამ ქვეყნებში დიდ თანხებს დახარჯავენ, რაც სამივე ქვეყნისთვის ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. აშშ ხელს აწერს შეთანხმებებს ქვეყნებთან ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სფეროში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით,“ – თქვა ტრამპმა.
What's Your Reaction?






