ახალმა კლუბმა შოთა არველაძე ოფიციალურად წარადგინა
შოთა არველაძე კვლავ თურქულ ფეხბურთს უბრუნდება — ის ოფიციალურად „ქასიმპაშას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა...

„ქასიმპაშა“ არველაძისთვის უცხო გუნდი არ არის — მან სწორედ ამ კლუბში იმუშავა 2012-2015 წლებში და კარგ შედეგებთან ერთად გულშემატკივართა პატივისცემაც მოიპოვა. თურქეთის ჩემპიონატი კი კარგად იცნობს, როგორც ფეხბურთელის, ისე მწვრთნელის ამპლუაში: არველაძე თურქეთში 1990-იან წლებში თამაშობდა და შემდეგ "ქაისერისპორს", "ტრაბზონსპორსა" და "კარაგუმრუკს" წვრთნიდა.
კარიერის განმავლობაში, შოთი მუშაობა ისრაელის "მაკაბიში", უზბეკურ "ფახთაქორში" და ინგლისურ "ჰალ სიტიში". ახლა კი, "ქასიმპაშასთან" ერთად, არველაძე კიდევ ერთხელ შეეცდება თავი გამოიჩინოს თურქეთის სუპერლიგაში, სადაც მისი ახალი გუნდი გასულ სეზონში მე-10 ადგილზე გავიდა.
What's Your Reaction?






