ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს
ივლისში ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის მატჩებს უმასპინძლებს

გათამაშებაში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები პორტუგალიის, შვეიცარიის და ესტონეთის ნაკრებები იქნებიან. B ჯგუფში იასპარეზებენ ბელარუსი, გერმანია, ჩეხეთი და თურქეთი.
ტურნირის მიმდინარეობისას ბათუმის ქვიშის არენაზე დღეში ოთხი მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრების სამივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
18 ივლისი | საქართველო - ესტონეთი | 21:00
19 ივლისი | საქართველო - შვეიცარია | 21:00
20 ივლისი | საქართველო - პორტუგალია | 21:00
GFF.GE
What's Your Reaction?






