ბათუმში საჯარიმო ავტოსადგომის მისამართი შეიცვალა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საჯარიმო ავტოსადგომი ახალ მისამართზე გადადის. 7 აპრილიდან დარღვევით მდგომი ავტომობილების ევაკუაცია ლეონიძის 2 ნომერში, რაგბის სტადიონის მიმდებარედ განხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების ახალ ავტოსადგომზე, მოქალაქეების მომსახურება ერთ სივრცეში, ოპერატიულად განხორციელდება. დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დილის 10:00 - 19:00 საათამდე შეუძლიათ დარეკონ პარკირების ცხელ ხაზზე 595 00-13-07. ახალი დისტანციური მართვის ევაკუატორით განახლდა მუნიციპალური ინსპექციის ავტოპარკიც. ტექნიკის შეძენაზე ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა, მუშაობა კი მიმდინარე წლიდან დაიწყო. გასულ წელს ინსპექციის საჯარიმო ავტოსადგომზე ევაკუაციით 3 389 დარღვევით მდგომი ავტომობილის ევაკუაცია განხორციელდა.

აპრ. 6, 2025 - 14:57
 0
ბათუმში საჯარიმო ავტოსადგომის მისამართი შეიცვალა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საჯარიმო ავტოსადგომი ახალ მისამართზე გადადის. 7 აპრილიდან დარღვევით მდგომი ავტომობილების ევაკუაცია ლეონიძის 2 ნომერში, რაგბის სტადიონის მიმდებარედ განხორციელდება.
თანამედროვე სტანდარტების ახალ ავტოსადგომზე, მოქალაქეების მომსახურება ერთ სივრცეში, ოპერატიულად განხორციელდება. დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დილის 10:00 - 19:00 საათამდე შეუძლიათ დარეკონ პარკირების ცხელ ხაზზე 595 00-13-07.
ახალი დისტანციური მართვის ევაკუატორით განახლდა მუნიციპალური ინსპექციის ავტოპარკიც. ტექნიკის შეძენაზე ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა, მუშაობა კი მიმდინარე წლიდან დაიწყო. გასულ წელს ინსპექციის საჯარიმო ავტოსადგომზე ევაკუაციით 3 389 დარღვევით მდგომი ავტომობილის ევაკუაცია განხორციელდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow