ბასილაშვილი რეიტინგში დაწინაურდა - უიმბლდონზე გამარჯვებამ ქართველის პოზიციაზე იმოქმედა
ცვლილება რეიტინგში - მუზეტისთან გამარჯვებამ ბასილაშვილი დააწინაურა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2025 წლის უიმბლდონის ტურნირზე გამოსვლა შესანისნავად დაიწყო და მე-7 ჩოგანი იტალიელი ლორენცო მუსეტი ოთხ სეტში დაამარცხა.
ბასილაშვილი ტურნირში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, სადაც სამ ეტაპზე იბრძოლა და დიდი სლემის მთავარ ბადეში დამსახურებულად აღმოჩნდა. პირველი შეხვედრა, რომელიც რთული მეტოქის წინააღმდეგ ჰქონდა, ქართველმა 6:2, 4:6, 7:5, 6:1 მოიგო.
მუსეტის დამარცხებით ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში 19 საფეხურით წინ წაიწია და 126-ე პოზიციიდან 107-ეზე გადაინაცვლა. მომდევნო მატჩის მოგების შემთხვევაში კი, ნიკას TOP 100-ში დაბრუნების რეალური შანსი ეძლევა – იქ, სადაც იგი წლების განმავლობაში სტაბილურად იმყოფებოდა.
მეორე წრეში ბასილაშვილი კვლავ იტალიელ ჩოგბურთელს, ლორენცო სონეგოს შეხვდება. სონეგომ პირველ ეტაპზე პორტუგალიელი ხაიმე ფარია იოლად, სამ სეტში დაამარცხა და ფავორიტის სტატუსს სწორედ მას ანიჭებენ.
თუმცა, ბასილაშვილის განწყობა და ფორმა უიმბლდონზე იმედის მომცემია – მუსეტის ძლევა, რომელმაც შარშან ტურნირზე ნახევარფინალს მიაღწია, უკვე თავისთავად დიდი მიღწევაა.
ქართველი ჩოგბურთელი ახლა ისტორიულ ზღვართანაა — TOP 100-ში დაბრუნება და კარიერის ახალი ეტაპის დაწყება უიმბლდონზე წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში რეალობად შეიძლება იქცეს.
What's Your Reaction?






