“ბევრმა მკითხა, მართლა მიხდის თუ არა თემურ ჭყონია 30 000-ს...”- რას წერენ ჟურნალისტები მათზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

POSTV-მ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ბრალ­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად TV პირ­ვე­ლის რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლისტს შე­ე­ხო. სა­უ­ბა­რი დებ ნა­ნუ­კა და ნატა ქა­ჯა­ი­ებ­ზე, ასე­ვე მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილ­ზე.POSTV-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ქარ­დებ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, თით­ქოს ბიზ­ნეს­მენ­მა თე­მურ ჭყო­ნი­ამ აღ­ნიშ­ნულ პი­რებს "და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პა­კე­ტე­ბი აჩუ­ქა" და ხელ­ფა­სებს მე­გობ­რუ­ლად უხ­დის. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამ ბრალ­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის უწო­დეს და მო­რიგ პრო­პა­გან­დის­ტულ კამ­პა­ნი­ად შე­ა­ფა­სეს.პირ­ველ ქარ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ "თე­მურ ჭყო­ნია ოპო­ზი­ცი­ის პრო­პა­გან­დის­ტებს - დებ ქა­ჯა­ი­ას და მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილს ქო­ბუ­ლე­თის სას­ტუმ­როს და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პა­კე­ტი აჩუ­ქა“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით POSTV-მ მე­ო­რე ქარ­დიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჭყო­ნი­ას კო­მენ­ტარს ასა­ხა­ვენ: ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ჟურ­ნა­ლისტ ნატა და ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ი­ებს, ასე­ვე მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილს, ხელ­ფასს „მე­გობ­რუ­ლად უხ­დის“.ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბინა­ნუ­კა ქა­ჯა­ია Postv-ის ბრალ­დე­ბებს "ბინ­ძურ მე­თო­დებს" უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი ტყუ­ი­ლია."რო­დე­საც უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი 50-ზე მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი ტყვე გვყავს, რო­დე­საც მათ “სა­სა­მარ­თლო” პრო­ცე­სებს არც კი აშუ­ქე­ბენ და პი­რი­ქით — შავ ფერ­ში ხა­ტა­ვენ, ცოტა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, რომ ამ თე­მა­ზე ვწერ… მაგ­რამ მა­ინც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დაა, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­ე­რაც კი გავ­რცელ­და - ისე, რომ არც კი უკი­თხავთ.“მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ არას­დროს მი­უ­ღია სხვა სა­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა, გარ­და სა­კუ­თა­რი შრო­მის ფა­სი­სა.ნატა ქა­ჯა­ია თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში POSTV-ის "ტრა­დი­ცი­ულ ტყუ­ი­ლებ­ზე" ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:“POSTV - ანა­ლი­ტი­კა ტრა­დი­ცი­უ­ლად იტყუ­ე­ბა!!კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია | Communications Commission — ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის რომ ვუ­ჩივ­ლო შალ­ვას, მაქვს უფ­ლე­ბა?”მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სარ­კაზ­მით გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას:"სა­ერ­თოდ არა­ფერს დავ­წერ­დი რუ­სუ­ლი "პოს­ტი­ვის" ბოდ­ვა­ზე რომ არა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მომ­წე­რა და მკი­თხა მარ­თლა მიხ­დის თუ არა თე­მურ ჭყო­ნია 30 000 -ს. და­ვი­წყებ იქი­დან, რომ 18 წე­ლია ამ პრო­ფე­სი­ა­ში ვარ და არას­დროს, არ­ცერ­თი თეთ­რი ჩემი კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სის გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის გამო ჩემს ან­გა­რიშ­ზე არა­ვის ჩა­უ­რი­ცხავს და არ გა­და­უხ­დია. (მა­მა­ჩემს- თე­მურს და დე­დას თუ არ ჩავ­თვლით ხოდა - მად­ლო­ბა მამა და დედა).POSTV - ანა­ლი­ტი­კა თქვენ რო­გორც დაგ­ცი­ნათ თე­მურ ჭყო­ნი­ამ ეს ნახა ყვე­ლამ, ვინც ოდ­ნავ აზ­როვ­ნებს. მაგ­რამ ფსკე­რი რო­მელ­საც, ჩახ­ვრეტთ, თქვენ­თვის არც აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და და ცხა­დია არც ახლა არ­სე­ბობს. თე­მურ ჭყო­ნი­ას პა­სუ­ხე­ბი იყო თქვე­ნი და­ცინ­ვა და ის, რომ თქვენ უბ­რა­ლოდ არ ხართ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ვი­საც სე­რი­ო­ზულ პა­სუხს გას­ცემს ვინ­მე. და ბო­ლოს. ძა­ლი­ან ბევ­რი თვე სა­ერ­თოდ უხელ­ფა­სოდ მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ არა­სო­დეს და­მი­კარ­გავს ჩემი თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მა და არ გა­და­მიხ­ვე­ვია პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის­გან-თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით.არ ვამ­ბობ, რომ ჩემი ბევ­რი კო­ლე­გის მსგავ­სად ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, რად­გა­ნაც აქვს ჩემს ოჯახს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მში­ე­რი არ ვიყო. სულ ბო­ლოს კი: აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს ეს ქვე­ყა­ნა და ეს პრო­ფე­სი­აც გა­დარ­ჩე­ბა - ამ იდე­ას არ სჭირ­დე­ბა ვი­ღა­ცის­გან აღე­ბუ­ლი ფული. ამ იდე­ას სჭირ­დე­ბა რწმე­ნა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თქვენ უბ­რა­ლოდ არ გაქვთ და ვერც გექ­ნე­ბათ.“

ივნ. 7, 2025 - 17:56
 0
“ბევრმა მკითხა, მართლა მიხდის თუ არა თემურ ჭყონია 30 000-ს...”- რას წერენ ჟურნალისტები მათზე გავრცელებულ ინფორმაციაზე
POSTV-მ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ბრალ­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თდრო­უ­ლად TV პირ­ვე­ლის რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლისტს შე­ე­ხო. სა­უ­ბა­რი დებ ნა­ნუ­კა და ნატა ქა­ჯა­ი­ებ­ზე, ასე­ვე მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილ­ზე.

POSTV-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ქარ­დებ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია, თით­ქოს ბიზ­ნეს­მენ­მა თე­მურ ჭყო­ნი­ამ აღ­ნიშ­ნულ პი­რებს "და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პა­კე­ტე­ბი აჩუ­ქა" და ხელ­ფა­სებს მე­გობ­რუ­ლად უხ­დის. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამ ბრალ­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის უწო­დეს და მო­რიგ პრო­პა­გან­დის­ტულ კამ­პა­ნი­ად შე­ა­ფა­სეს.

პირ­ველ ქარ­დზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ "თე­მურ ჭყო­ნია ოპო­ზი­ცი­ის პრო­პა­გან­დის­ტებს - დებ ქა­ჯა­ი­ას და მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილს ქო­ბუ­ლე­თის სას­ტუმ­როს და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პა­კე­ტი აჩუ­ქა“. მოგ­ვი­ა­ნე­ბით POSTV-მ მე­ო­რე ქარ­დიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჭყო­ნი­ას კო­მენ­ტარს ასა­ხა­ვენ: ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ჟურ­ნა­ლისტ ნატა და ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ი­ებს, ასე­ვე მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვილს, ხელ­ფასს „მე­გობ­რუ­ლად უხ­დის“.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პა­სუ­ხე­ბი

ნა­ნუ­კა ქა­ჯა­ია Postv-ის ბრალ­დე­ბებს "ბინ­ძურ მე­თო­დებს" უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სრუ­ლი ტყუ­ი­ლია.

"რო­დე­საც უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი 50-ზე მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი ტყვე გვყავს, რო­დე­საც მათ “სა­სა­მარ­თლო” პრო­ცე­სებს არც კი აშუ­ქე­ბენ და პი­რი­ქით — შავ ფერ­ში ხა­ტა­ვენ, ცოტა მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, რომ ამ თე­მა­ზე ვწერ… მაგ­რამ მა­ინც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დაა, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­ე­რაც კი გავ­რცელ­და - ისე, რომ არც კი უკი­თხავთ.“

მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ არას­დროს მი­უ­ღია სხვა სა­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა, გარ­და სა­კუ­თა­რი შრო­მის ფა­სი­სა.

ნატა ქა­ჯა­ია თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში POSTV-ის "ტრა­დი­ცი­ულ ტყუ­ი­ლებ­ზე" ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:

“POSTV - ანა­ლი­ტი­კა ტრა­დი­ცი­უ­ლად იტყუ­ე­ბა!!კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია | Communications Commission — ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის რომ ვუ­ჩივ­ლო შალ­ვას, მაქვს უფ­ლე­ბა?”

მა­რი­ამ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სარ­კაზ­მით გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას:

"სა­ერ­თოდ არა­ფერს დავ­წერ­დი რუ­სუ­ლი "პოს­ტი­ვის" ბოდ­ვა­ზე რომ არა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მომ­წე­რა და მკი­თხა მარ­თლა მიხ­დის თუ არა თე­მურ ჭყო­ნია 30 000 -ს. და­ვი­წყებ იქი­დან, რომ 18 წე­ლია ამ პრო­ფე­სი­ა­ში ვარ და არას­დროს, არ­ცერ­თი თეთ­რი ჩემი კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სის გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის გამო ჩემს ან­გა­რიშ­ზე არა­ვის ჩა­უ­რი­ცხავს და არ გა­და­უხ­დია. (მა­მა­ჩემს- თე­მურს და დე­დას თუ არ ჩავ­თვლით ხოდა - მად­ლო­ბა მამა და დედა).

POSTV - ანა­ლი­ტი­კა თქვენ რო­გორც დაგ­ცი­ნათ თე­მურ ჭყო­ნი­ამ ეს ნახა ყვე­ლამ, ვინც ოდ­ნავ აზ­როვ­ნებს. მაგ­რამ ფსკე­რი რო­მელ­საც, ჩახ­ვრეტთ, თქვენ­თვის არც აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და და ცხა­დია არც ახლა არ­სე­ბობს. თე­მურ ჭყო­ნი­ას პა­სუ­ხე­ბი იყო თქვე­ნი და­ცინ­ვა და ის, რომ თქვენ უბ­რა­ლოდ არ ხართ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ვი­საც სე­რი­ო­ზულ პა­სუხს გას­ცემს ვინ­მე. და ბო­ლოს. ძა­ლი­ან ბევ­რი თვე სა­ერ­თოდ უხელ­ფა­სოდ მი­მუ­შა­ვია, მაგ­რამ არა­სო­დეს და­მი­კარ­გავს ჩემი თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მა და არ გა­და­მიხ­ვე­ვია პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბის­გან-თქვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით.

არ ვამ­ბობ, რომ ჩემი ბევ­რი კო­ლე­გის მსგავ­სად ძა­ლი­ან მი­ჭირ­და, რად­გა­ნაც აქვს ჩემს ოჯახს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მში­ე­რი არ ვიყო. სულ ბო­ლოს კი: აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს ეს ქვე­ყა­ნა და ეს პრო­ფე­სი­აც გა­დარ­ჩე­ბა - ამ იდე­ას არ სჭირ­დე­ბა ვი­ღა­ცის­გან აღე­ბუ­ლი ფული. ამ იდე­ას სჭირ­დე­ბა რწმე­ნა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც თქვენ უბ­რა­ლოდ არ გაქვთ და ვერც გექ­ნე­ბათ.“

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow