შერმადინის 21 ქულა, გასვლითი გამარჯვება და MVP-ის ტიტული

ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში დაწინაურდა გიორგი შერმადინის “ტენერიფე”, რომელიც კარგა ხანია, მე-3 ადგილზეა და ვერა და ვერ ავიდა ზევით. როგორც იქნა, ეს 23-ე ტურში მოხდა, რომელშიც მეორეზე მყოფი კონკურენტი “უნიკახა” “სარაგოსასთან” დამარცხდა, “ტენერიფემ” კი გასვლაზე “ბილბაოს” სძლია და მე-2 ადგილზე აინაცვლა. ტენერიფელებმა ბასკეთის ქალაქში 73:65 მოიგეს და ამაში მთავარი წვლილი ქართველ ცენტრს მიუძღვის. შერმადინი მატჩის ყველაზე […]

მარ. 17, 2025 - 06:27
 0
შერმადინის 21 ქულა, გასვლითი გამარჯვება და MVP-ის ტიტული

ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში დაწინაურდა გიორგი შერმადინის “ტენერიფე”, რომელიც კარგა ხანია, მე-3 ადგილზეა და ვერა და ვერ ავიდა ზევით. როგორც იქნა, ეს 23-ე ტურში მოხდა, რომელშიც მეორეზე მყოფი კონკურენტი “უნიკახა” “სარაგოსასთან” დამარცხდა, “ტენერიფემ” კი გასვლაზე “ბილბაოს” სძლია და მე-2 ადგილზე აინაცვლა.
ტენერიფელებმა ბასკეთის ქალაქში 73:65 მოიგეს და ამაში მთავარი წვლილი ქართველ ცენტრს მიუძღვის. შერმადინი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და შესაბამისად, MVP გახდა. მან სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოე
დანზე გატარებულ 25 წუთში 21 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 12-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. “ტენერიფემ” პირველი პერიოდი 20:13 მოიგო, ხოლო შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედი ფრედ 19:19 დასრულდა და გადამწყვეტ პერიოდში სტუმრებმა 15:14 გაიმარჯვეს.
“ტენერიფე” მომდევნო ტურში, 23 მარტს, საკუთარ არენაზე “ანდორასთან” ითამაშებს. ცხრილში მეორეზე მყოფ “ტენერიფეს” წინ მხოლოდ მადრიდის “რეალი” ჰყავს, რომელსაც კუნძულელებზე 1 მოგებით მეტი და 1 წაგებით ნაკლები აქვს.
GBF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow