“დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა" - ბათუმში დაღუპული 13 წლის ბიჭი დათუნა დუმბაძეა
ბათუმში სამგზავრო მატარებელი 13 წლის ბავშვს დაეჯახა, მოქალაქე სოციალურ ქსელში ტრაგედიასთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს გვიზიარებს.“ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო…????ჩემი დათუნა… ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი და გულწრფელი დათუნა… ბავშვი, რომელსაც იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ თითქოს დრო არასოდეს ჰყოფნიდა.სიკეთით და სიცოცხლის ხალისით ავსებდა კლასს. ყველას გაუღიმებდა, ყველას გვერდით დაუდგებოდა, ყველას გაახალისებდა.დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა. ეს სიჩუმე არ ჰგავს არაფერს. გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის — აი ასე გვტკივა ახლა…????დათუნა, მადლობა შენი არსებობისთვის, შენი სიცილისთვის, შენი ხმისთვის, შენი ბავშვობისთვის, რომელსაც ჩვენთან იზიარებდი.❣️შენ არასდროს წახვალ.შენ ჩვენთან იქნები. სამუდამოდ.”- წერს თამარ სურმანიძე სოციალურ ქსელში.ნახეთ ფოტო:[center][justify][/justify][/center]

“ვერ ვიჯერებ, რომ ეს სიტყვები ახლა უნდა დავწერო…????
ჩემი დათუნა… ჩემი სიცოცხლით სავსე, მუდამ ღიმილიანი, მოუსვენარი, კეთილი და გულწრფელი დათუნა… ბავშვი, რომელსაც იმდენი სათქმელი ჰქონდა, რომ თითქოს დრო არასოდეს ჰყოფნიდა.
სიკეთით და სიცოცხლის ხალისით ავსებდა კლასს. ყველას გაუღიმებდა, ყველას გვერდით დაუდგებოდა, ყველას გაახალისებდა.
დღეს ჩვენს კლასში სიჩუმეა. ეს სიჩუმე არ ჰგავს არაფერს. გული რომ გასკდება და სიტყვებიც აღარ არის — აი ასე გვტკივა ახლა…????
დათუნა, მადლობა შენი არსებობისთვის, შენი სიცილისთვის, შენი ხმისთვის, შენი ბავშვობისთვის, რომელსაც ჩვენთან იზიარებდი.❣️
შენ არასდროს წახვალ.
შენ ჩვენთან იქნები. სამუდამოდ.”- წერს თამარ სურმანიძე სოციალურ ქსელში.
ნახეთ ფოტო:

What's Your Reaction?






