ბექაური ევროპის ჩემპიონატსაც ჩაეხსნა - როგორია საქართველოს შემადგენლობა პოდგორიცაში
ბექაური ევროპის ჩემპიონატსაც ჩაეხსნა - როგორია საქართველოს შემადგენლობა პოდგორიცაში

მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა 23-26 აპრილს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც 47 ქვეყნის 422 სპორტსმენი იასპარეზებს. ტატამიზე გავა საქართველოს ნაკრებიც, თუმცა გუნდი ამჯერად ერთ მნიშვნელოვან ფიგურას მოაკლდება — ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს.
ბექაური თავდაპირველად როგორც პოდგორიცის, ისე მანამდე თბილისის გრანდ სლემის წინასწარ შემადგენლობაში იყო, თუმცა ორივე შემთხვევაში საბოლოოდ ტურნირამდე ჩამოწერა. ასე რომ, პარიზის 2024-ის შემდეგ 24 წლის ძიუდოისტს ჯერ არ უჭიდავია. მისი ადგილი ევროპის ჩემპიონატზე გიორგი ჯაბნიაშვილმა დაიკავა, რომელიც ლუკა მაისურაძესთან ერთად იასპარეზებს 90 კგ წონით კატეგორიაში.
მიუხედავად ცვლილებებისა, საქართველოს ნაკრები ოპტიმალურად არის დაკომპლექტებული და წარსული წარმატებების ფონზე მედლებისთვის ნამდვილად სერიოზული პრეტენდენტია. შეგახსენებთ, რომ შარშან ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს — 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო იყო ჩვენი ნაკრების მონაგარი. ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა, ლაშა ბექაურმა და ეთერ ლიპარტელიანმა.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
კაცები:
-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ: ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი
-100 კგ: ილია სულამანიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი
ქალები:
-48 კგ: ჯულიეტა როდონაია
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-63 კგ: ეთერ ასკილაშვილი
-70 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი
ფოტო: IJF / Tamar Kulumbegashvili
What's Your Reaction?






