რთული მატჩი და მადრიდელთა გამარჯვება - "რეალს" "ბილბაოსთან" ვალვერდემ მოაგებინა
რთული მატჩი და მადრიდელთა გამარჯვება - "რეალს" "ბილბაოსთან" ვალვერდემ მოაგებინა

მატჩის ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 93-ე წუთზე გავიდა — ფედე ვალვერდემ ბილბაოს კარი აიღო და "სამეფო კლუბს" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
32 ტურის შემდეგ "რეალს" 69 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. მადრიდელები ლიდერ "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩებიან. შემდეგ ტურში "რეალი" გასვლაზე "ხეტაფეს" დაუპირისპირდება, ხოლო "ბარსელონა" "მალიორკას" უმასპინძლებს.
What's Your Reaction?






