6 წლის შემდეგ პირველად - რონის დერბიში სენტ-ეტიენმა შინ ლიონი დაამარცხა
6 წლის შემდეგ პირველად - სენტ-ეტიენმა შინ ლიონი დაამარცხა

დავითაშვილი და მიქაუტაძე სასტარტო თერთმეტეულებში გახლდნენ და ამ უკანასკნელმა საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.
"მწვანეებმა" ანგარიში მე-10 წუთზე, სტაშინის ზუსტი დარტყმის წყალობით გახსნეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მონეტა ისროლა რომელიც "ლაინსმენს" მოხვდა და შეხვედრა დროებით შეწყდა.
დაახლოებით ნახევარსაათიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მატჩი გაგრძელდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა კვლავ ინიციატივა ხელთ იგდეს და უპირატესობაც ორამდე გაიზარდა.
76-ე წუთზე მიქაუტაძის საგოლე გადაცემით, ტესმანმა ერთი ბურთის გატანა შეძლო, რაც საკმარის არ აღმოჩნდა - 2:1.
What's Your Reaction?






