"ბოლო წელიწადნახევარია ქოჩორაშვილი.." - ლევანტეს თავკაცი ქართველზე აღფრთოვანებით საუბრობს
"ბოლო წელიწადნახევარია ქოჩორაშვილი.." - ლევანტეს თავკაცი ქართველზე აღფრთოვანებით საუბრობს

"გიორგი მოედანზე მწვრთნელის გაგრძელებაა. იცის, როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები თამაშის ყოველ მომენტში, ყოველთვის ძალიან ყურადღებიანია და პატარა შეცდომის დაშვების დროსაც კი ბრაზდება.
საკუთარი თავის მიმართ საკმაოდ მომთხოვნია და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თავის თამაშში საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა" — ამბობს კალერო.
ეს კომენტარი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ჩამოყალიბდა ქოჩორაშვილი არა მხოლოდ ტექნიკურად, არამედ მენტალურადაც მაღალ დონეზე მოთამაშედ.
კალეროს შეფასებით, მისთვის დამახასიათებელი ინტელექტუალური ფეხბურთი სრულად ერგება იმ ტაქტიკურ გარემოს, რომელიც ევროპის შუა დონის ჩემპიონატებს ახასიათებს:
"პორტუგალიის პირველ და ესპანეთის მეორე დივიზიონებს შორის თამაშის ტემპი დიდად არ განსხვავდება. ორივე ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან ტაქტიკურია და ეს თამაშის სტილი გიორგის ძალიან უხდება. ის კარიერის საუკეთესო ფაზაშია და კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია როგორც კლუბში, ისე ნაკრებში."
ქოჩორაშვილმა ახალი თავი უკვე პორტუგალიაში გადაშალა — ის ლისაბონის „სპორტინგმა“ 5.5 მილიონ ევროდ შეიძინა (დამატებით 2 მილიონი ბონუსების სახით), ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა. ქართველმა ნახევარმცველმა „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2030 წლის ივნისამდე გააფორმა.
What's Your Reaction?






