20-წლამდელებმა მსოფლიო რაგბის ასაკობრივი ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდია დაამარცხეს
20-წლამდელებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდია დაამარცხეს

2016 წლის შემდეგ ჩატარებულ 7 ჩემპიონატში საქართველომ მესამედ დაიკავა მე-9 ადგილი. ლადო კილასონიას შეგირდებმა მოიგეს ბოლო ორი შეხვედრა, ჯგუფურ ეტაპზე კი ორი ბრძოლაში დათმეს და ერთი ფრედ დაასრულეს.
საქართველომ მოლის შემდეგ გატანილი ლელოთი დებიუტშივე გახსნა ანგარიში, მაგრამ ვიდეო რეფერიმ გააუქმა. მერე მეტოქის მიძალება მოვიგერიეთ, ტაიმის შუაში კი ინიციატივა დავიბრუნეთ, მეტოქის 22-ში დიდი დრო გავატარეთ და მოლს მოწყვეტილმა გუნდის კაპიტანმა შოთა ხელაძემ ლელოთი ანგარიში გახსნა.
ფორვარდებით შეტევები რომ გავაგრძელეთ მეტოქე ზედიზედ ორჯერ დაისაჯა სინბინით, რითაც საქართველომ ისარგებლა, 5-მეტრიანი შერკინებიდან მიხეილ შიოშვილმა შეუტია და ძალისმიერი ლელო გაიტანა. 30-ე წუთზე კარგი გუნდური, ხელდახელ შეტევა განვახორციელეთ და ის მათე ღურწკაიას ლელოთი დაგვირგვინდა.გიორგი ბოლქვაძემ პირველი გარდასახვა გამოიყენა. შოტლანდიამ გარდასახული ლელოთი 34-ე წუთზე გვიპასუხა და ტაიმი 17:7 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში შოტლანდიელთა ორი ლელო წესების დარღვევის გამო ვიდეო-რეფერის მიერ გაუქმდა, მერე მეტოქეს მისსავე 22-ში შეცდომა დავაშვებინეთ, მიხეილ შიოშვილმა ტურნირზე თავისი მე-7 ლელო გაიტანა და საუკეთესო მელელოვე გახდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველომ 22:7 გამარჯვებით, 2025 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა.
2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
IX ადგილისთვის. 19 ივლისი
კალვიზანო (იტალია). „სტადიო სან მიხელი“.
საქართველო - შოტლანდია 22:7 (17:7)
საქართველო
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო),14. ლუკა კეშელავა (არმია),13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. სანდრო მესხიძე (არმია), 10. თემურ ძოძუაშვილი (აია), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 2. შოთა ხელაძე (ლელო, კაპ.), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. დავით ბარამია (ტულონი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. დაჩი წიკლაური (ხვამლი), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. სანდრო სესიაშვილი (არმია).
RUGBY.GE
What's Your Reaction?






