ბროწეულის სარგებლიანობის შესახებ ხალხში დაბალი ცნობიერებაა – “მიხოს ბაღი”

ბროწეულის სარგებლიანობის შესახებ ხალხში დაბალი ცნობიერებაა, – ამის შესახებ ნატურალური ბროწეულის წვენის მწარმოებელი კომპანიის „მიხოს ბაღის“ დამფუძნებელმა, მიხეილ ღვინიაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა. „მიხოს ბაღის“ მეურნეობა დედოფლისწყაროში მდებარეობს. ფერმერმა ბროწეულის ბაღი 10 წლის წინ გააშენა და როცა პირველი მოსავალი მიიღო, მისი ჩაბარება ვერ მოახერხა. შესაბამისად, სწორედ ამ სირთულემ უბიძგა საწარმოს შექმნისკენ და უკვე 4 წელია ბაზარზე წარმატებით […]

მაი. 18, 2025 - 23:57
 0
ბროწეულის სარგებლიანობის შესახებ ხალხში დაბალი ცნობიერებაა – “მიხოს ბაღი”

ბროწეულის სარგებლიანობის შესახებ ხალხში დაბალი ცნობიერებაა, – ამის შესახებ ნატურალური ბროწეულის წვენის მწარმოებელი კომპანიის „მიხოს ბაღის“ დამფუძნებელმა, მიხეილ ღვინიაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.
„მიხოს ბაღის“ მეურნეობა დედოფლისწყაროში მდებარეობს. ფერმერმა ბროწეულის ბაღი 10 წლის წინ გააშენა და როცა პირველი მოსავალი მიიღო, მისი ჩაბარება ვერ მოახერხა. შესაბამისად, სწორედ ამ სირთულემ უბიძგა საწარმოს შექმნისკენ და უკვე 4 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. ბიზნესის დასაწყებად ღვინიაშვილმა დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია დახარჯა. სეზონურად მისი საწარმო 15-20-მდე ადამიანს ასაქმებს, ხოლო წლის განმავლობაში სტაბილურად 3-4 ადამიანს.
„საწყის ეტაპზევე გადავწყვიტე ქარხნის აშენება და ნატურალური წვენის წარმოება დავიწყე. ვაწარმოებთ როგორც 100%-იან ბროწეულის წვენს, ასევე ბროწეულის ნექტარს. ასორტიმენტში შევიტანეთ საფერავის წვენიც, რადგან ვენახიც გვაქვს.
მოთხოვნა არის, მაგრამ ხალხს არც ბროწეულის სარგებლიანობის შესახებ აქვთ ინფორმაცია და არც ჩემი კომპანიის, რომელიც 100%-ით ნატურალურ წვენს აწარმოებს. მიზანიც სწორედ ეს არის – დავანახოთ მომხმარებელს ნატურალური პროდუქტების უპირატესობა“, – ამბობს მეწარმე.
მეწარმე ამატებს, რომ წლიურად „მიხოს ბაღი“ 30-დან 50 ტონამდე ბროწეულს ამუშავებს, თუმცა ეს მაჩვენებელი მოსავლიანობაზეა დამოკიდებული. ბროწეულის მოსავლიანობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც განაპირობებს ქარხნის წარმოების ზრდას.
პროდუქციის რეალიზაციისთვის „მიხოს ბაღი“ თანამშრომლობს სადისტრიბუციო კომპანიებთან და აქტიურად იყენებს ონლაინ გაყიდვების პლატფორმებს. რაც შეეხება ფასებს, 100%-იანი ბროწეულის წვენი 12-15 ლარად გაიყიდება, ხოლო საფერავის წვენის ფასი 5-5.50 ლარია.
მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, მეწარმე მომავალში კიდევ უფრო დიდი გეგმების განხორციელებას აპირებს და ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გატანაზე.
„ჩვენი მიზანია, ქართული ნატურალური პროდუქტი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე. ხარისხი გვაქვს, მოთხოვნაც არსებობს – ახლა მთავარია, შესაბამისი ბაზრები მოძებნოთ, რომლებიც შეიძენენ ჩვენს პროდუქტს,“ – აღნიშნავს ღვინიაშვილი.
.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow