ბრწყინვალედ თამაშობდა - რაფინია ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ბრწყინვალედ თამაშობდა - რაფინია ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ივნ. 7, 2025 - 00:27
 0
ბრწყინვალედ თამაშობდა - რაფინია ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
რაფინია ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა — ესპანური ჩემპიონატის 2024/25 წლების სეზონის ინდივიდუალურ ჯილდოს სწორედ „ბარსელონას“ ბრაზილიელი ვინგერი დაეუფლა.

ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით კატალონიურმა გუნდმა 88 ქულა მოაგროვა და ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა. წარმატებულ სეზონში რაფინიას როლი განსაკუთრებული იყო — ბრაზილიელმა 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.

საფინალო ხმის მიცემისას რაფინიამ არა მხოლოდ თანაგუნდელებს — ლამინ იამალს, პედრის და რობერტ ლევანდოვსკის, არამედ კონკურენტ "რეალის" ვარსკვლავებს — კილიან მბაპეს, ვინისიუსსა და ჯუდ ბელინგემს, ასევე ისკოს (ბეტისი) და ოიჰან სანსეტს (ბილბაო) აჯობა.

ბრწყინვალე სეზონის შემდეგ რაფინია კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გადამწყვეტი ფიგურა ლა ლიგაში, რაც "ბარსელონასთვის" ტიტულის დაბრუნებაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow