"ბუნდესლიგამ აზრი დაკარგა" - ოლივერ კანის მოწოდება ცვლილებებისკენ

მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მეკარე, ოლივერ კანი ბუნდესლიგის ღირებულების დაცემაზე საუბრობს და დასძენს, რომ გერმანული ფეხბურთის მესვეურებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა გაატარონ

ივლ. 23, 2025 - 14:57
 0
"ბუნდესლიგამ აზრი დაკარგა" - ოლივერ კანის მოწოდება ცვლილებებისკენ
მიუნხენის ბაიერნის ყოფილი მეკარე, ოლივერ კანი ბუნდესლიგის ღირებულების დაცემაზე საუბრობს და დასძენს, რომ გერმანული ფეხბურთის მესვეურებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა გაატარონ:

"ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ თუ რამდენად აქვს შენარჩუნებული ხიბლი და მნიშვნელობა ბუნდესლიგას? ამაზე ფლორიან ვირცის გადაწყვეტილებაც მეტყველებს, რომელმაც ბაიერნში თამაშს ინგლისში წასვლა ამჯობინა."

"ბუნდესლიგა აღარ არის საინტერესო და ამაზე ისიც მოქმედებს, რომ ბოლო 13 შემთხვევიდან 12-ჯერ ტურნირი ბაიერნმა მოიგო. ჩემს დროს ტიტულს სხვადასხვა კლუბები იგებდნენ და ესეც გასათვალისწინებელი ფაქტორია."

"რაღაც უნდა შეიცვალოს, ბუნდესლიგა საინტერესო და მიმზიდველი ტურნირი აღარ არის", - თქვა კანმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow