გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში – სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს მხოლოდ მოლაპარაკებული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს. Reuters-ის ინფორმაციით, ამ განცხადებამ იმედგაცრუება გამოიწვია “ლეიბორისტული პარტიის” ბევრ წევრში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბრიტანეთმა საფრანგეთის მსგავსად უფრო სწრაფი ქმედებები განახორციელოს. „პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი უნდა იყოს. ამაში ცალსახა ვარ, მაგრამ ეს უფრო ფართო გეგმის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც, საბოლოოდ, კონფლიქტის ორი […] The post გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში – სტარმერი appeared first on .

ივლ. 26, 2025 - 15:57
 0
გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში – სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობა პალესტინის სახელმწიფოს მხოლოდ მოლაპარაკებული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აღიარებს.

  • Reuters-ის ინფორმაციით, ამ განცხადებამ იმედგაცრუება გამოიწვია “ლეიბორისტული პარტიის” ბევრ წევრში, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბრიტანეთმა საფრანგეთის მსგავსად უფრო სწრაფი ქმედებები განახორციელოს.

„პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი უნდა იყოს. ამაში ცალსახა ვარ, მაგრამ ეს უფრო ფართო გეგმის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც, საბოლოოდ, კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტით და პალესტინელებისა და ისრაელებისთვის მდგრადი უსაფრთხოებით დასრულდება“, – აღნიშნა სტარმერმა.

გუშინ, ბრიტანეთის პარლამენტის 220-ზე მეტმა წევრმა – თემთა პალატის კანონმდებლების დაახლოებით მესამედმა და ძირითადად ლეიბორისტულმა პარტიამ – კირ სტარმერს წერილი მისწერა და პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.

The post გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში – სტარმერი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow