“450 000 ლარი ხალხის ფულიდან – მეუფე ანტონი და კოოპერატივების ბიზნესი” – მედია
ტვ პორველის ინფორმაციით, სოფელ ვარციხეში ბოსტნეულის სამაცივერე მეურნეობის მოსაწყობად სოფლის განვითარების ფონდმა 450 000 ლარი ჯერ კიდევ 2022 წელს გამოყო – აქ 500 ტონა, ბოსტნეული უნდა დაესაწყობებინათ. თანხა კოოპერატივმა “ოცკაცა პირველმა” მიიღო. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამ კოოპერატივის წევრებს შორის ერთ-ერთი მარკოზ ბულუხია, იგივე მეუფე ანტონია. მეუფე ანტონი, სოფელ ვარციხეში, დიდი ტერიტორიის მფლობელი იყო – 2019 წელს მან მიწის ნაკვეთი სამ ნაწილად დაყო: ერთი […] The post “450 000 ლარი ხალხის ფულიდან – მეუფე ანტონი და კოოპერატივების ბიზნესი” – მედია appeared first on .

ტვ პორველის ინფორმაციით, სოფელ ვარციხეში ბოსტნეულის სამაცივერე მეურნეობის მოსაწყობად სოფლის განვითარების ფონდმა 450 000 ლარი ჯერ კიდევ 2022 წელს გამოყო – აქ 500 ტონა, ბოსტნეული უნდა დაესაწყობებინათ.
თანხა კოოპერატივმა “ოცკაცა პირველმა” მიიღო. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამ კოოპერატივის წევრებს შორის ერთ-ერთი მარკოზ ბულუხია, იგივე მეუფე ანტონია.
მეუფე ანტონი, სოფელ ვარციხეში, დიდი ტერიტორიის მფლობელი იყო – 2019 წელს მან მიწის ნაკვეთი სამ ნაწილად დაყო:
ერთი კოოპერატივ “ოცკაცა პირველის” სახელზე გააფორმა, რომელსაც ეპისკოპოსი და მისი მძღოლის შვილი, ბართლომე ლაგვილავა ფლობენ.
მეორე მიწის ნაკვეთი, მისი მძღოლის, ჯამბულატ ლაგვილავას სახელზე რეგისტრირებულ კოოპერატივზე გადააფორმა.
მესამე მიწის ნაკვეთი კი პირად საკუთრებაში დაიტოვა.
სწორედ ამ, 11 ათასს 898 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო სამაცივრე მეურნეობას.
კოოპერატივს, რომელსაც სახელმწიფომ 450 ათასი ლარი გადაუხადა, სამი მესაკუთრე ჰყავს: მეუფე ანტონია, მისი მძღოლის შვილი, ბართლომე ლაგვილავა და სანდრო ჯანელიძე, ის სოფელ ზეინდარის ტაძრის დეკანოზია.
ტვ პირველის ცნობით, მეუფე ანტონთან დაკავშირებული პირს, მანანა რობაქიძეს სახელმწიფომ მიყიდა უნიკალური ტერიტორია, დიხაშხოს გოგირდის გეიზერი, სადაც თერმული წყლები ამოდის – კვადრატული მეტრი სამ ლარად.
დიხაშხოს 61 ათას 198 კვადრატული მეტრი 197 ათასს ლარად გაიყიდა და ის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მეუფე ანტონის ახლო მეგობარმა მანანა რობაქიძემ შეიძინა. 2025 წლის 5 მარტს კი მანანა რობაქიძემ ეს ქონება მის შვილს გიორგი ძიძიგურს გადაუფორმა.
მანანა რობაქიძე მეუფე ანტონის ქონების ფიქტიურ ფლობას უარყოფს, თუმცა “შაბათის ეთერის” ცნობით მანანა რობაქიძის შვილის, გიროგი ძიძიგურის სახელზე მეუფე ანტონმა თბილისში გადააფორმა ბინა – ვაკეში რამიშვილის ქუჩაზე.
აღმოჩნდა, რომ მანანა რობაქიძის შვილის სახელზე ვაკეში, კეკრლიძის ქუჩაზე, კიდევ ერთი ბინა გადაფორმდა – 228 კვადარტულ მეტრი – ამ ფართის მფლობელი მანამდე მეუფე ანტონის მძღოლი იყო.
წმინდა სინოდნის მდიდარი წევრის სახელზე სულ ახალხანს ორი ახალი ავტომობილიც გადაფორმდა.
The post “450 000 ლარი ხალხის ფულიდან – მეუფე ანტონი და კოოპერატივების ბიზნესი” – მედია appeared first on .
What's Your Reaction?






