“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით” – პაატა მანჯგალაძე
სააგენტო "პარალელი" “გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით” – პაატა მანჯგალაძე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთიერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე: “არ ვიცი, თვითმმართველობის არჩევნებზე დისკუსიები ახლა რას ემსახურება. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გასარკვევი, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი. ახლო წარსულის დავიწყება ნიშნავს იმავე შეცდომების ხელმეორედ გამეორებას. როცა მტრის თამაშში ვერთვებით წინასწარ ვაწერთ […] “გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით” – პაატა მანჯგალაძე
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთიერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
“არ ვიცი, თვითმმართველობის არჩევნებზე დისკუსიები ახლა რას ემსახურება.
ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს გასარკვევი, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და როგორ შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი.
ახლო წარსულის დავიწყება ნიშნავს იმავე შეცდომების ხელმეორედ გამეორებას.
როცა მტრის თამაშში ვერთვებით წინასწარ ვაწერთ ხელს იმ შედეგზე, რომელსაც ეს რეჟიმი წერს.
ფასადური არჩევნები და პარტიული თამაშები არ გვიშველის, თუ არ ვიქნებით მზად ბოლომდე ბრძოლისთვის.
ეს რეჟიმი არსად წავა, თუ მისი თამაშის წესებს მივიღებთ.
როცა არჩევნებიც მათი წესებით იმართება ამაში მონაწილეობა ნიშნავს მორჩილებას, არა წინააღმდეგობას.
დღეს საჭირო არ არის ვიწრო პარტიული ინტერესები, საჭიროა ეროვნული ერთობა. პირველ რიგში ხალხში, მერე პოლიტიკაშიც.
ვიმეორებ უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული დღის წესრიგი არა შიდა თამაშებისთვის, არამედ რეალური ცვლილებებისთვის.
დრო არ იცდის.
რეჟიმი ყოველდღე იპარავს ჩვენს მომავალს და თუ დღეს არ ვიმოქმედეთ, ხვალ უკვე გვიან იქნება.
გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ ერთობით და ჩვენი წესებით” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი
What's Your Reaction?






