“გამოწვევა მიღებულია – სისტემა უნდა დაინგრეს, არცერთი ნაბიჯი უკან!” – რეპრესიები მერიაში

სამოქალაქო აქტივისტის, ზურა ფარჯიანის ცოლს, თამთა კაჭახიძეს მერიიდან გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა.   და აი დადგა დღე, როდესაც ჩამბარდა გათავისუფლების ბრძანება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არავინ არაფერი იცოდა და ჩემით შემთხვევით ცოტა ადრე გავიგე, რომ შტატს მიუქმებდნენ, წარმოიდგინეთ ეს რომ არ ყოფილიყო, რა რთულია როცა მოდიხარ და უცებ იგებ, რომ მორჩა, აღარ მუშაობ. გულდასაწყვეტია, რომ ის […] The post “გამოწვევა მიღებულია – სისტემა უნდა დაინგრეს, არცერთი ნაბიჯი უკან!” – რეპრესიები მერიაში appeared first on .

მარ. 14, 2025 - 16:56
 0
“გამოწვევა მიღებულია – სისტემა უნდა დაინგრეს, არცერთი ნაბიჯი უკან!” – რეპრესიები მერიაში

სამოქალაქო აქტივისტის, ზურა ფარჯიანის ცოლს, თამთა კაჭახიძეს მერიიდან გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა.

 

და აი დადგა დღე, როდესაც ჩამბარდა გათავისუფლების ბრძანება.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არავინ არაფერი იცოდა და ჩემით შემთხვევით ცოტა ადრე გავიგე, რომ შტატს მიუქმებდნენ, წარმოიდგინეთ ეს რომ არ ყოფილიყო, რა რთულია როცა მოდიხარ და უცებ იგებ, რომ მორჩა, აღარ მუშაობ.

გულდასაწყვეტია, რომ ის ენერგია, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას დავახარჯე და ის იმედები რაც მქონდა, უბრალოდ გაქრა.  

ადამიანები და რეჟიმი, რასაც მაშინ ვებრძოდი, სახელშეცვლილი, მაგრამ იგივეა და ახლაც მებრძვის. 

უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ ამ ადამიანების, გათავისუფლებულების უკან არიან ოჯახები, მცირეწლოვანი შვილები და მოხუცებული მშობლები, ზოგიერთი ერთადერთი მარჩენალია ოჯახში და მათ ათავისუფლებთ ამ სიტყვებისთვის – “საქართველოს მომავალი ევროპაშია”. 

ხვდებით რამხელა თვითლუსტრირება მოახდინეთ?
რას უპირებთ ამ ხალხს, დაე შიმშილით დაიხოცონ? ეგ გაგიხარდებათ? ან თქვენს მომხრეებს რატომ
უხარიათ? ხედავთ რა დამართეთ თქვენს მოქალაქეებს? ადამიანის უკიდურესი ფორმით გაწირვა უხარიაათ… (ალბათ ყველას არა, მარა კომენტარებში ასე ჩანს, რომ ბევრს) 

კატასტროფაა ეს ყველაფერი. 

არ გავჩერდებით, სამსახურის დაკარგვა არაფერია, ქვეყნის დაკარგვის შიში გვაქვს ჩვენ! 

თქვენ არ იცით რას ნიშნავს როცა შენს უკან სიმართლეა, საიდან გეცოდინებათ, აღარავინ დარჩა თქვენს რიგებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისეთი, ვისაც ეს ოდესმე გამოუცდია ან უბრძოლიათ. 

გამოწვევა მიღებულია – სისტემა უნდა დაინგრეს, ზუსტად ამას ვამბობდით სტუდენტების აქციაზე, მწარედ მოგვატყუეს, მაგრამ მაშინ 20 წლისები ვიყავით, ახლა დიდი გამოცდილება და წმინდა წყლის სიმართლე გვიმაგრებს ზურგს!
არცერთი ნაბიჯი უკან, გამარჯვების დროა!
სისტემა უნდა დაინგრეს!”- წერს თამთა კაჭახიძე. 

 

The post “გამოწვევა მიღებულია – სისტემა უნდა დაინგრეს, არცერთი ნაბიჯი უკან!” – რეპრესიები მერიაში appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow