გიორგი გულიაშვილისთვის ბრძოლაში მოწინავე თურქული კლუბები ჩაერთნენ
გიორგი გულიაშვილისთვის ბრძოლაში მოწინავე თურქული კლუბები ჩაერთნენ

როგორც ადგილობრივი გამოცემა Samsun Haber იუწყება, ფეხბურთელით სერიოზულად არიან დაინტერესებული სუპერლიგის წარმომადგენლები – "სამსუნსპორი" და "ტრაბზონსპორი".
წყაროს ინფორმაციით, "სამსუნსპორს" ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებით სურს გუნდის გაძლიერება და გეგმის ცენტრალურ ფიგურად სწორედ გულიაშვილი განიხილება. კლუბმა გასული სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა და მომავალ სეზონში კონკურენტუნარიანი შემადგენლობის ჩამოყალიბება მის მთავარ პრიორიტეტად იქცა.
გულიაშვილის გადაბირებას აქტიურად ცდილობს "ტრაბზონსპორიც", რომელმაც წინა სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და ახალი სეზონისთვის გადახალისებულ შემადგენლობაზე მუშაობს. ორივე კლუბი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსფერო მოლაპარაკებები გააქტიუროს.
გიორგი გულიაშვილს მოქმედი კონტრაქტი „სარაევოსთან“ 2028 წლამდე აკავშირებს. მისი სავარაუდო საბაზრო ღირებულება 2-3 მილიონ ევროს შორის მერყეობს, რაც თურქული კლუბებისთვის რეალისტური მოთხოვნაა.
შეგახსენებთ, რომ გულიაშვილი ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც არაერთხელ მოხვდა და მიმდინარე სეზონში ბოსნიურ ლიგაში საკმაოდ ეფექტურად იასპარეზა, რაც მისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.
What's Your Reaction?






