გოგა ბითაძის „ორლანდო“ NBA-ს პლეი-ოფში ითამაშებს
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ინის ეტაპი დაიწყო. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციაში ორ-ორი გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებენ. აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე გასული გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 120:95 გაიმარჯვა. ამით გუნდმა NBA-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მიიღო. გოგა ბითაძე ორლანდოელთა ძირითად ხუთეულში არ იმყოფებოდა და მწვრთნელისგან შეზღუდული სათამაშო დრო, 4 წუთი მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის ანგარიშზე 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. ფლორიდელთა მეტოქე NBA-ის პლეი ოფის პირველ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი „ბოსტონ სელტიქსი“ იქნება. გუნდებს შორის სერია 20 აპრილს დაიწყება, გამარჯვებული კი ის იქნება, ვინც 4 მატჩს მოიგებს.
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი ინის ეტაპი დაიწყო. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციაში ორ-ორი გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ასპარეზობას პლეი ოფში გააგრძელებენ. აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე გასული გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და 120:95 გაიმარჯვა.
ამით გუნდმა NBA-ის პლეი ოფში თამაშის უფლება მიიღო. გოგა ბითაძე ორლანდოელთა ძირითად ხუთეულში არ იმყოფებოდა და მწვრთნელისგან შეზღუდული სათამაშო დრო, 4 წუთი მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის ანგარიშზე 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო.
ფლორიდელთა მეტოქე NBA-ის პლეი ოფის პირველ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი „ბოსტონ სელტიქსი“ იქნება. გუნდებს შორის სერია 20 აპრილს დაიწყება, გამარჯვებული კი ის იქნება, ვინც 4 მატჩს მოიგებს.
What's Your Reaction?






