გუნაშვილი: რეალობა არის ის, რომ რუსული რეჟიმი მყარდება

“რეალობა არის ის, რომ მყარდება რუსული რეჟიმი” – ამის შესახებ “ფარის” წევრმა, დათო გუნაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისივე შეფასებით, იმისთვის, რომ “რეჟიმი” ჩამოიშალოს, “პოლიტიკურმა ველმა საზოგადოებრივ დაკვეთაზე ფოკუსი უნდა გაასწოროს” და ბრძოლის მიმდინარეობისას “ახალი ტიპის ადამიანები უნდა წარმოჩნდნენ”. რეალობა არის ის, რომ მყარდება რუსული რეჟიმი. პოლიტიკური პროცესი აღარ არსებობს და თუკი ვინმეს უნდა პოლიტიკური […]

ივნ. 21, 2025 - 02:27
 0
გუნაშვილი: რეალობა არის ის, რომ რუსული რეჟიმი მყარდება

“რეალობა არის ის, რომ მყარდება რუსული რეჟიმი” – ამის შესახებ “ფარის” წევრმა, დათო გუნაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, იმისთვის, რომ “რეჟიმი” ჩამოიშალოს, “პოლიტიკურმა ველმა საზოგადოებრივ დაკვეთაზე ფოკუსი უნდა გაასწოროს” და ბრძოლის მიმდინარეობისას “ახალი ტიპის ადამიანები უნდა წარმოჩნდნენ”.

რეალობა არის ის, რომ მყარდება რუსული რეჟიმი. პოლიტიკური პროცესი აღარ არსებობს და თუკი ვინმეს უნდა პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, ამ რეჟიმის სრულ ბოიკოტში უნდა გადავიდეს. თავიდან ბოლომდე უნდა დაუპირისპირდეს ამ რეჟიმს. რეჟიმი უნდა ჩამოშალოს ამ საზოგადოებამ, მაგრამ პოლიტიკურმა ველმა საზოგადოებრივ დაკვეთაზე ფოკუსი უნდა გაასწოროს და ხელი შეუწყოს ამ პროცესს. ამ ბრძოლის პროცესში ახალი ტიპის ადამიანები უნდა წარმოჩინდნენ, ახალი რამ უნდა მოხდეს. ეს არის გამოსავალი”. – განაცხადა დათო გუნაშვილმა. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow