სიკვდილით დასაჯეს სადამ ჰუსეინი

ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის სიკვდილით დასაჯეს. სადამი ბაღდადში ჩამოახრჩეს ერაყის უმაღლესი სასამართლოს მიერ მისი ადვოკატების აპელაციის უარყოფიდან 4 დღის შემდეგ. 69 წლის ყოფილ დიქტატორს 1982 წელს 148 შიიტის მკვლელობისთვის მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა 2006 წლის 5 ნოემბერს. ერაყის ტელევიზიამ სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის პროცესი აჩვენა, როცა ხელებშეკრულ სადამს ნიღბიანმა ჯალათებმა თავი […]

ივნ. 21, 2025 - 06:27
 0

ერაყის ყოფილი ლიდერი სადამ ჰუსეინი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის სიკვდილით დასაჯეს. სადამი ბაღდადში ჩამოახრჩეს ერაყის უმაღლესი სასამართლოს მიერ მისი ადვოკატების აპელაციის უარყოფიდან 4 დღის შემდეგ. 69 წლის ყოფილ დიქტატორს 1982 წელს 148 შიიტის მკვლელობისთვის მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა 2006 წლის 5 ნოემბერს. ერაყის ტელევიზიამ სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის პროცესი აჩვენა, როცა ხელებშეკრულ სადამს ნიღბიანმა ჯალათებმა თავი ყულფში გააყოფინეს. ამ დროს ერაყის ყოფილი ლიდერი მშვიდად გამოიყურებოდა, მან უარი თქვა სიკვდილის წინ თავზე ტომრის ჩამოცმევაზე. სკვდილიტ დასჯა ბაღადდის შიიტურ უბან კაზიმიაში ერაყის უშიშროების სამსახურის ყოფილ შენობაში განხორციელდა. მიუხედავად იმისა რომ სადამის სიკვდილით დასჯას ზოგიერთი ერაყელი სიხარულით შეხვდა, საზოგადოებაში მაინც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ. ბაღდადელი არქიტექტორის მაგედ იბრაჰიმის განცხადებით:” სადამმა ბევრი ცუდი საქმე გააკეთა, მრავალი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ამერიკელების და მათი მარიონეტების ხელიდან სიკვდილს მაინც არ იმსახურებდა.” ამჟამად ერაყის ხელისუფლება სადამ ჰუსეინის ოჯახის წევრებთან ერთად მისი დაკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow