დადგენილია პოლიციელების ვინაობა, ვინც იმ ავტომობილში იმყოფებოდა, სადაც სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა განხორციელდა – ადვოკატი

საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, ავტომობილში, სადაც სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა განხორციელდა, 4 პოლიციელი, მათ შორის დაზარალებულად გამოცხადებული სამართალდამცველის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილიც იმყოფებოდა. მისივე თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა იმ პოლიციელის ვინაობა დაადგინა, ვინც ბრალდებულის დაკავებასა და ეტაპირებაში იღებდა მონაწილეობას. “ჩვენთვის ცნობილია, ამ ავტომობილში ვინ იმყოფებოდა, იქ 4 პირი იყო, ისინი სასამართლო […] The post დადგენილია პოლიციელების ვინაობა, ვინც იმ ავტომობილში იმყოფებოდა, სადაც სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა განხორციელდა – ადვოკატი appeared first on .

თებ. 20, 2025 - 21:27
 0
დადგენილია პოლიციელების ვინაობა, ვინც იმ ავტომობილში იმყოფებოდა, სადაც სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა განხორციელდა – ადვოკატი

საბა სხვიტარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, ავტომობილში, სადაც სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა განხორციელდა, 4 პოლიციელი, მათ შორის დაზარალებულად გამოცხადებული სამართალდამცველის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილიც იმყოფებოდა.

მისივე თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა იმ პოლიციელის ვინაობა დაადგინა, ვინც ბრალდებულის დაკავებასა და ეტაპირებაში იღებდა მონაწილეობას.

“ჩვენთვის ცნობილია, ამ ავტომობილში ვინ იმყოფებოდა, იქ 4 პირი იყო, ისინი სასამართლო სხდომაზე ჩამოვთვალე და სწორი არ იქნება, მედიასთან ჩამოვთვალო. ამ 4 პირიდან ერთ-ერთი და დანარჩენი 3 ესწრებოდა დაკავებას. მიხეილ სუჯაშვილი არის მათ შორის. პოლიციელი მუქარას რომ ესწრებოდეს, მითუმეტეს გაუპატიურების მუქარას და მოქმედებას არ ახორციელებდეს, ეს პოლიციელი მონაწილეა უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულში. პოლიციელს სამართლებრივი დახმარების ვალდებულება აქვს და უმოქმედობა დანაშაულია”, – განაცხადა ჩომახაშვილმა.

კითხვაზე, ბადებს თუ არა ეჭვებს ის ფაქტი, რომ სხვიტარიძის დაკავებაში დაზარალებული პოლიციელის მოადგილე იღებდა მონაწილეობას, ადვოკატი დადებით პასუხს სცემს.

შეგახსენებთ, საბა სხვიტარიძეს რეჟიმი ბერას ძმაკაც პოლიციელზე, მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

  • სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“რომ ვარწყიე არ გახსოვთ?”; “შენთვის არ ემთხვევა, ჩვენთვის ემთხვევა” – სხვიტარიძის კითხვები და პოლიციელის “პასუხები”

The post დადგენილია პოლიციელების ვინაობა, ვინც იმ ავტომობილში იმყოფებოდა, სადაც სხვიტარიძის მიმართ გაუპატიურების მუქარა განხორციელდა – ადვოკატი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow