,,ემიგრანტი მღვდლის დღიური… რატომ უნდა ვიყო აქ, ამ უცხო მხარეში და ვითხოვო თავშესაფარი…” – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველო დატოვა, ვანკუვერიდან პოსტს აქვეყნებს: ,,ემიგრანტი მღვდლის დღიური სამი დღეა ვანკუვერში ვარ, მშვიდი, ლამაზი და ცოტა მოსაწყენი გარემოა… კარგი ოჯახი მმასპინძლობს, თბილისიდან წლების წინ ჩამოვიდნენ. ბევრს ვსაუბრობ მათთან, მგონი შევაწუხე ამდენი წუწუნით და ჩამოუყალიბებელი გადაწყვეტილებების კასკადით… არ ვიცი, ბოლომდე შევძლებ თუ არა, შეგუებას, ეს ისეთი წარმლუდგენელია, როგორც რუსეთი და […] The post ,,ემიგრანტი მღვდლის დღიური… რატომ უნდა ვიყო აქ, ამ უცხო მხარეში და ვითხოვო თავშესაფარი…” – პეტრე კოლხი appeared first on .

ივლ. 8, 2025 - 02:27
 0
,,ემიგრანტი მღვდლის დღიური… რატომ უნდა ვიყო აქ, ამ უცხო მხარეში და ვითხოვო თავშესაფარი…” – პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველო დატოვა, ვანკუვერიდან პოსტს აქვეყნებს:

,,ემიგრანტი მღვდლის დღიური

სამი დღეა ვანკუვერში ვარ, მშვიდი, ლამაზი და ცოტა
მოსაწყენი გარემოა…
კარგი ოჯახი მმასპინძლობს, თბილისიდან წლების წინ ჩამოვიდნენ. ბევრს ვსაუბრობ მათთან, მგონი შევაწუხე ამდენი წუწუნით და ჩამოუყალიბებელი გადაწყვეტილებების კასკადით… არ ვიცი, ბოლომდე შევძლებ თუ არა, შეგუებას, ეს ისეთი წარმლუდგენელია, როგორც რუსეთი და ქრისტიანული აზროვნება…
ძალიან ვბრაზდები, მიჭირს იმის გააზრება, რომ მართლა საბჭოთა კავშირში გვაბრყნებენ და ძალიან მალე სრული უნდობლობა, ნიჰილიზმი, გაუცხოება ჩამოყალიბდება, რაც დიდი ხნის დაწყებულია.
რატომ უნდა ვიყო აქ, ამ უცხო მხარეში და ვითხოვო თავშესაფარი…
ჩემი ცოდნა, სწავლა, გამოცდილება ნუთუ იმას არ იმსახურებდა, რომ ჩემ ქვეყანაში ლექციები წამეკითხა, პოეზიის საღამოები, ლიტერატურული შეხვედრები მომეწყო.
ბოლოს ყველა გზა ჩაიკეტა, ყველა რესურსი ამოიწურა და ყველაფერი გაუსაძლისი გახდა,
ფიქრი, სუნთქვა, შეხვედრა, გარეთ გასვლა.
უცხოეთში წასვლამდე მიგრაციას განიცდი…
დილით მეუფე ეფრემს მესიჯი მივწერე, მოვუყევი ჩემი შინაგანი ბრძოლების შესახებ, იმ პირველ ნაბიჯებზე, რომელიც სუსტია, უსუსური და გაუბედავი.
გადმომირეკა, ბევრი მესაუბრა, მერე ჩემი ანდრიაც დამიკავშირდა, რას აპირებო…
არ ვიცი, ეს არი ყველაზე სწორი პასუხი…
დარჩენა მიჭირს, წასვლაც წარმოუდგენელია…
საბჭოთა კავშირის არტახებს ვერ გავუძლებ…
როგორ გაგვიმეტა ამ ხელისუფლებამ, ამ დიდი ბოროტებისთვის…
სული თავისუფლებისთვის არის გაჩენილი, ის ვერ გაუძკებს მონობის უღელს…
ახლა გემს ველოდები, ჩრდილოეთ ვანკუვერში გადავდივარ…
ყველაფერი უცხოა, საკუთარი თავიც !..

3.07. 25 ვანკუვეეი

The post ,,ემიგრანტი მღვდლის დღიური… რატომ უნდა ვიყო აქ, ამ უცხო მხარეში და ვითხოვო თავშესაფარი…” – პეტრე კოლხი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow