"თბილისმა საბერძნეთი გაგვახსენა" - "მალმიოს" თავკაცის კომენტარი "იბერიასთან" მატჩამდე

"თბილისმა საბერძნეთი გაგვახსენა" - "მალმიოს" თავკაცის კომენტარი "იბერიასთან" მატჩამდე

ივლ. 8, 2025 - 01:57
 0
"თბილისმა საბერძნეთი გაგვახსენა" - "მალმიოს" თავკაცის კომენტარი "იბერიასთან" მატჩამდე
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს წინ უსწრებს „მალმეს“ მთავარი მწვრთნელის, ჰენრიკ რიდსტრომის შეფასება. შვედურმა გრანდმა თბილისში „მიხეილ მესხის“ სტადიონზე მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრის მოლოდინზე ისაუბრა.

"აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ავტობუსში ვთქვით, რომ თბილისში ნამდვილად მაღალი ტემპერატურაა. დაახლოებით იგივე სიტუაცია გვქონდა სალონიკში, როცა გასულ ზაფხულს "პაოკს" ვეთამაშეთ – ამან ბევრი კარგი მოგონება გამიცოცხლა" – აღნიშნა რიდსტრომმა და იმედიანად განწყობილმა დაამატა:

"ბოლო თამაშებში ისეთი შთაბეჭდილება გვრჩებოდა, რომ სისწრაფე გვაკლდა და მეტოქის მოტეხვას ვერ ვახერხებდით. ახლა გვყავს ეკონგი, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს. ასევე ტაჰა ალი – ძალიან სახიფათო ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია შეტევის მონახაზის შეცვლა."

თუმცა მთავარი აქცენტი თბილისელ მოწინააღმდეგეზე გაკეთდა – შვედმა სპეციალისტმა ქართველების შიდა სიძლიერე და ევროპის არენაზე გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნა:

"იბერია" ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია – ბევრად უკეთესი, ვიდრე ბევრი ფიქრობს, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდნენ, მაგრამ ევროთასებზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. შინ ძალიან ძლიერები არიან, სტუმრად – შედარებით სუსტები."

რიდსტრომი ფიქრობს, რომ ბურთის ფლობის ინიციატივა მის გუნდს ექნება, თუმცა არც მცირე მოდუნება არ უნდა დაუშვან, რადგან მასპინძლები კონტრშეტევებზე ძალზე საშიშნი არიან:

"ჩვენ ველით, რომ ბურთს ძირითადად ჩვენ ვაკონტროლებთ, მაგრამ "იბერიაც" კარგად ათამაშებს ბურთს. დაცვაში ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. თუ ბურთს დავკარგავთ, უმნიშვნელოვანესია, პოზიციურად იდეალურად ვიყოთ განლაგებულნი – ქართველები კონტრშეტევებზე ფეთქებადად თამაშობენ.“

თბილისის "იბერიისა" და "მალმიოს" დაპირისპირება 8 ივლისს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow