პირველია - კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ისტორიაში შევიდა

კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ისტორიაში შევიდა

ივლ. 8, 2025 - 01:57
 0
პირველია - კილიან მბაპე მადრიდის "რეალის" ისტორიაში შევიდა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში მადრიდის "რეალმა" ურთულესი ბრძოლა დორტმუნდის წინააღმდეგ გამართა და 3:2 იმარჯვა. მატჩი დრამატული სცენარით წარიმართა – ბორუსიელებმა ორჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ბოლოსკენ ფრანგი სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს, გოლმა გამარჯვება "თეთრებს" მოუტანა.

მბაპე ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩებში მონაწილეობას არ იღებდა და მხოლოდ 1/8 ფინალიდან ჩაერთო საქმეში. მან იუვენტუსთანაც და დორტმუნდთანაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო თამაში, თუმცა ორივე შემთხვევაში მინდორზე გადმოსვლის შემდეგ თამაშის ბედი შეცვალა.

დორტმუნდთან გატანილი გოლი კი ფრანგის კარიერაში კიდევ ერთი საოცარი მონაპოვარი გახდა – კილიან მბაპე გახდა "რეალის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში შვიდ განსხვავებულ ტურნირზე შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.

"რეალის" ისტორიულ ფურცელზე კიდევ ერთი გვერდი ჩაიწერა, ამჯერად – ახალი შვიდიანის მიერ. მბაპეს რეალის მაისურის მორგებამ ბევრი კითხვა გააჩინა, თუმცა ყოველი შეხვედრით ის ადასტურებს, რომ ეს ნაბიჯი თავად კლუბისთვისაც და ფეხბურთელისთვისაც სრულად გამართლებული აღმოჩნდა.

მადრიდელთა მეტოქე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "პარი სენ-ჟერმენი" იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow