დავითაშვილის ტრანსფერით საფრანგეთის რვაგზის ჩემპიონი დაინტერესდა

ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი კვლავაც ფრანგული გუნდების ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა...

ივნ. 22, 2025 - 17:57
 0
დავითაშვილის ტრანსფერით საფრანგეთის რვაგზის ჩემპიონი დაინტერესდა
ქართველი შემტევი ზურიკო დავითაშვილი კვლავაც ფრანგული გუნდების ყურადღების ცენტრშია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო „სენტ-ეტიენის“ ვარჯიშში, ლიგა 2-ში თამაში მის გეგმებში არ შედის. როგორც „MSN“ იტყობინება, დავითაშვილს არ აკლია მსურველი კლუბები და მომავალს უმაღლეს დონეზე განიხილავს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, „სენტ-ეტიენმა“ მისი ტრანსფერის სანაცვლოდ სტამბოლის „ბეშიქთაშს“ 20 მილიონი ევრო მოსთხოვა, რაც თურქულმა კლუბმა მიუღებლად მიიჩნია და შეთანხმება ჩაიშალა. თუმცა, ფრანგულმა გუნდმა ფეხბურთელის ფასი 15 მილიონ ევრომდე შეამცირა და ახლახან დაინტერესება გამოხატა საფრანგეთის რვაგზის ჩემპიონმა – „ნანტმა“.

გამოცემა FCNhisto აღნიშნავს, რომ ზურიკოს ტიპის მარჯვე შემტევი სწორედ ის მოთამაშეა, რომელიც „ნანტს“ სჭირდება. გუნდი ცდილობს იპოვოს ღირსეული შემცვლელი ნიგერიელი მოიზეს სიმონისთვის, რომელმაც კარიერა „პარიზში“ გააგრძელა. კლუბს სატრანსფერო თანხის გადახდის შესაძლებლობა აქვს და ზურიკოს ტალანტისადმი ინტერესი დიდია.

გარდა „ნანტისა“, დავითაშვილის დამატებით დაინტერესებული არიან „სტრასბურგი“ და „რენი“. ფეხბურთელის მომავალი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ „ნანტმა“ ლიგა 1-ის გასული სეზონი 36 ქულით მე-13 პოზიციაზე დაასრულა და გუნდი სერიოზულად ფიქრობს შემადგენლობის გაძლიერებაზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow