დიდი ეპოქის დასასრული - ტომას მიულერმა ბაიერნში ბოლო მატჩი ჩაატარა
მიუნხენის „ბაიერნის“ ვეტერანმა თავდამსხმელმა, თომას მიულერმა კლუბში თავისი კარიერა დაასრულა. მისი ბოლო მატჩი გერმანული გრანდის...

მიულერი „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია და კლუბში პროფესიონალური კარიერა 2008 წელს დაიწყო. მას შემდეგ მან გუნდთან ერთად 33 ტიტული მოიპოვა, მათ შორის — 13-ჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მის ანგარიშზე ასევეა ორი საკლუბო მსოფლიო თასი, გერმანიის თასები, სუპერთასები და უეფას სუპერთასი.
კლუბის ისტორიაში მიულერმა 750 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 250 გოლი და გააკეთა 276 საგოლე გადაცემა, რითაც წარუშლელი კვალი დატოვა როგორც გუნდის, ისე ევროპული ფეხბურთის ისტორიაში.
What's Your Reaction?






