პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლით წარუდგინა
თბილისში "სილქ როუდ ჯგუფის" და "სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ("ზარალა") დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდება წარედგინა, — განცხადებას საქართველოს პროკურატურა ვებგვერდზე ავრცელებს. "საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.რ.-ს ბრალდება წარუდგინა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში ...

What's Your Reaction?






