დიდი უსამართლობაა - კვარას შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მედიის ნაწილი უკვე აახლებს 2025 წლის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიებს....

ივლ. 18, 2025 - 12:57
 0
დიდი უსამართლობაა - კვარას შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მედიის ნაწილი უკვე აახლებს 2025 წლის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიებს. რამდენიმე გამოცემამ გარკვეული კორექტირებები შეიტანა და სიაში ცვლილებებიც გამოიკვეთა – მათ შორის, დაკომპლექტებული რეიტინგიდან ქვემოთ ჩამოიწია საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ.

ამერიკულმა სპორტულმა გამოცემამ Bleacher Report-მა, რომელმაც ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კვარაცხელია ტოპ ხუთეულში შეიყვანა, განახლებულ რეიტინგში ქართველი ორი პოზიციით ჩამოაქვეითა. მათ განმარტებით ტექსტში აღნიშნეს, რომ კვარამ ტურნირი კარგად დაიწყო და პირველივე მატჩში „ატლეტიკოსთან“ ორი საგოლე პასი გააკეთა, თუმცა შემდგომ თამაშებში მისი თამაში შედარებით დაჩრდილული იყო. განსაკუთრებულად გამოარჩიეს მისი გოლი „სიეტლ საუნდერსის“ კარში, მაგრამ მიაჩნიათ, რომ საერთო შთაბეჭდილება მის სტანდარტებთან შედარებით საშუალო იყო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას სერიოზული შედეგები აქვს "პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ, „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მნიშნელოვანია სწორედ ბოლო ტურნირებზე წარმოჩენილი მიგნებები. მედიაში გადაწყვეტილებებს ხშირად ახლახან გამართული მატჩების ემოციური ფონი განსაზღვრავს, რაც ზოგჯერ წარსული დამსახურებების დავიწყებას იწვევს. ამ კონტექსტში, ნაკლებად შთამბეჭდავმა საკლუბო ჩემპიონატმა შესაძლოა მართლაც იმოქმედოს კვარას პოზიციაზე საბოლოო შეფასებებში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow