დადასტურდა - სად გააგრძელებს კარიერას გიორგი მიქაუტაძე
მას შემდეგ, რაც „ლიონს“ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლიგა 1-დან დაქვეითების გადაწყვეტილება გაუუქმა, კლუბის ირგვლივ განვითარებულმა...

აქამდე აქტიურად გავრცელებული ინფორმაციებით, თუ „ლიონი“ ელიტარულ დივიზიონს დატოვებდა, მიქაუტაძის ტრანსფერი პრაქტიკულად გარდაუვალი იქნებოდა. თუმცა არსებული რეალობა უკვე სხვაა – ფრანგული გამოცემა Le Progrès-ის ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელი მომდევნო სეზონსაც „ლიონის“ შემადგენლობაში გაატარებს.
კლუბი მას ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მოიაზრებს და წასვლის ვარიანტსაც არ განიხილავს. მით უმეტეს, რომ გუნდი უკვე დაემშვიდობა ორ მნიშვნელოვან ფეხბურთელს – რაიან შერკის და ალექსანდრ ლაკაზეტს. მათი გასვლის ფონზე, მიქაუტაძის დაკარგვა კლუბს შემტევ ხაზში სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველით „რომა“ აქტიურად იყო დაინტერესებული, იტალიური კლუბის ბიუჯეტი — დაახლოებით 20 მილიონი ევრო — ლიონის მოთხოვნას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. როგორც ირკვევა, ფინანსური სტაბილურობის დაბრუნების შემდეგ, ფრანგები მიქაუტაძის გაყიდვას მინიმუმ 40 მილიონ ევროდ განიხილავენ.
გიორგი მიქაუტაძისადმი ინტერესს აქამდეც არაერთი კლუბი იჩენდა. მათ შორის სახელდებიან თურქული გრანდები — „გალათასარაი“ და „ფენერბაჰჩე“, ასევე ინგლისის ჩემპიონშიპში მოთამაშე „სანდერლენდი“. თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათი შანსები მინიმუმ დროებით მნიშვნელოვნად შემცირდა.
What's Your Reaction?






