ლიონის დაქვეითების შემდეგ - მიქაუტაძეს სერია A-ს გამორჩეული კლუბი ეპატიჟება

ლიონის დაქვეითების შემდეგ - მიქაუტაძეს სერია A-ს გამორჩეული კლუბი ეპატიჟება

ივნ. 25, 2025 - 22:27
 0
ლიონის დაქვეითების შემდეგ - მიქაუტაძეს სერია A-ს გამორჩეული კლუბი ეპატიჟება

იტალიური მედია იუწყება, რომ "რომა" გიორგი მიქაუტაძის შეძენას კვლავ ცდილობს და ამჯერად ამ პროცესის წარმატებით დასრულება გაცილებით რეალისტურად ჩანს — ყველაფერი იმ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, რომლებიც "ლიონის" გარშემო შეიქმნა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ფრანგულ გრანდს ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება, კლუბში ვითარება საგრძნობლად გართულდა. პროგნოზების მიხედვით, ლიონს, სერიოზული ფინანსური კრიზისის ფონზე, შესაძლოა, რამდენიმე ძირითადი მოთამაშის გაყიდვა მოუწიოს — სწორედ ამ ფონზე გაჩნდა შანსი, რომ რომამ მიქაუტაძის ტრანსფერი რეალურად განახორციელოს.

ქართველი ფორვარდის გადაბირება რომაელებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სცადეს, თუმცა მაშინ "ლიონი" მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვდა, რაც კლუბს ზედმეტად მაღალი ეჩვენა.

ამჯერად ვარაუდობენ, რომ ფრანგები 24 წლის ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდაც შეელევიან — ეს კი გაცილებით მისაღებია მოთამაშისთვის, რომელმაც გასულ სეზონში 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ "ლიონის" მაისური 2023 წლის ზაფხულში "მეციდან" 18 მილიონ ევროს სანაცვლოდ მოირგო და მოქმედი კონტრაქტით კლუბთან 2028 წლამდეა დაკავშირებული.

ლიონმა კი საფრანგეთის ჩემპიონატი მე-6 პოზიციაზე დაასრულა და ევროპალიგის საგზურიც მოიპოვა, თუმცა 500-მილიონიანი დავალიანება გადაუწყვეტელ პრობლემად დარჩა, რაც ფრანგული კლუბის სპორტულ და ფინანსურ მომავალს სერიოზულად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow