10 წლიანი ესპანური გამოცდილებით - ქუთაისის "ტორპედომ" 29 წლის მცველი დაიმატა

10 წლიანი ესპანური გამოცდილებით - ქუთაისის "ტორპედომ" 29 წლის მცველი დაიმატა

ივნ. 25, 2025 - 22:27
 0
10 წლიანი ესპანური გამოცდილებით - ქუთაისის "ტორპედომ" 29 წლის მცველი დაიმატა
LaGazzetta-ს ქართული რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს "ტორპედომ" მორიგი მოთამაშე, 29 წლის ცენტრალური მცველი მატეი სიმიჩი დაიმატა.

ხორვატი მოთამაშე ბოლოს რუმინულ "სეპსიში" ასპარეზობდა, თუმცა კარიერის უდიდესი ნაწილი ესპანურ გუნდებთან აკავშირებს. სიმიჩი ტორპედოს რიგებში რიგით მეორე ხორვატი მოთამაშეა — იმერულ კლუბში უკვე ასპარეზობს მატეო იტრაკი.

"ტორპედო" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და ხორვატ მცველის დამატება ამ პროცესში მორიგი ნაბიჯია. გუნდის პირველი მეტოქე საერთაშორისო ასპარეზზე ყაზახური "ორდაბასი" იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისურმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში უკვე შეიძინა საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე ვლადიმერ მამუჩაშვილი, რომელიც "ტორპედოს" რიგებში მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow