"დილამ" პეტრიაშვილზე "იბერიას" სძლია და სუპერთასის პირველი ფინალისტია
"დილამ" პეტრიაშვილზე "იბერიას" სძლია და სუპერთასის პირველი ფინალისტია

დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში იბერიამ მე-19 წუთზე იური ტაბატაძის გოლით გახსნა. 21-ე წუთზე დილამ მეტოქეს დეო ბასინგას ზუსტი დარტყმით უპასუხა და ტაიმი ფრედ დასრულდა. 62-ე წუთზე გორელები ანდრონიკაშვილის პენალტით დაწინაურდნენ, მატჩის საბოლო ანგარიში კი, ოთარ ფარულავამ დააფიქსირა 79-ე წუთზე გატანილი გოლით.
სუპერთასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 27 ივნისს შედგება. დავით პეტრიაშვილი არენაზე თბილისის სპაერი ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
GFF.GE
What's Your Reaction?






