"დინამოს" კაპიტანი სუპერლიგაში - ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქული კლუბის შემოთავაზებას დათანხმდა

"დინამოს" კაპიტანი სუპერლიგაში - ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქული კლუბის შემოთავაზებას დათანხმდა

ივლ. 11, 2025 - 02:57
 0
"დინამოს" კაპიტანი სუპერლიგაში - ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქული კლუბის შემოთავაზებას დათანხმდა
"დინამო თბილისის" 21 წლის კაპიტანი ნიკოლოზ უგრეხელიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბ "კარაგუმრუკში" გააგრძელებს.

ინფორმაციას 90 წუთი/90 min. ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და საიჯარო ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით, 2026 წლის ივნისამდე გააფორმა.

"კარაგუმრუკი" საშინაო მატჩებს ლეგენდარულ ათათურქზე ატარებს. სხვადასხვა დროს, აღნიშნული კლუბის მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ და ამავე კლუბში თამაშობდა, საბა ლობჟანიძეც.

კლუბები საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელის ტრანსფერს უახლოეს საათებში დაადასტურებენ. - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow