"დი ლორენცომ ხვიჩას გამო ფლანგის შეცვლა მთხოვა" - სპალეტი საინტერესო ისტორიას იხსენებს
იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა და „ნაპოლის“ ყოფილი თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში ხვიჩა...

„რუსეთში მუშაობის პერიოდში ბევრი კონტაქტი შევიძინე და სწორედ ამ გზით დავიწყე ხვიჩაზე ინფორმაციის მოძიება. ყველა ერთსა და იმავეს მიმეორედა: 'კარგი ტექნიკა აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მოთამაშეა'. თუმცა რეალურად რომ ვნახე, იმაზე გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა,“ — აღნიშნა სპალეტიმ.
მისი თქმით, ხვიჩას სწრაფი პროგრესი და ფიზიკური უნარები უკვე მაშინვე აშკარა იყო:
„მას ჯერ კიდევ აქვს გასაუმჯობესებელი ბევრი რამ, მაგრამ პოტენციალი ისეთი მაღალია, რთულია საზღვრების დასახვა. ვარჯიშზე, როცა დი ლორენცო კვარას ფლანგზე უპირისპირდებოდა, ერთხელ შევეკითხე: ‘დილო, როგორია?’ და მიპასუხა სიცილით: ‘მისტერ, გთხოვთ, ფლანგი გამომიცვალეთ’. ხვიჩა იმ კატეგორიის მოთამაშეა, ვისთანაც ნებისმიერ მწვრთნელს ეცოდინება, რომ განსაკუთრებულთან აქვს საქმე.“
შეგახსენებთ, სპალეტის ხელმძღვანელობით კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დაუვიწყარი სეზონი ჩაატარა და გუნდის სკუდეტოს მოგებაში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა.
What's Your Reaction?






