საბერძნეთის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ 600-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს
საბერძნეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ხუთშაბათს ღამით და პარასკევს დილით 600-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს ორ ხის სათევზაო ნავზე, რომლებიც საბერძნეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ნაპირიდან კილომეტრების დაშორებით იყო. მიგრანტები კრეტაზე გადაიყვანეს. ამ ორ სათევზაო ნავზე მყოფი პირების ეროვნების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. სანაპირო დაცვის ცნობით, ხუთშაბათს იმავე რაიონში მიგრანტებით გადავსებული კიდევ ორი ნავი იპოვეს. ერთზე 73 მამაკაცი იმყოფებოდა, მეორეზე კი - 26 ადამიანი, მათ შორის...

What's Your Reaction?






