გაეროს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ აქცენტს დაკავშირებადობასა და შუა დერეფანში საქართველოს როლზე გააკეთებს - მარიამ ქვრივიშვილი
გაეროს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში. „სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს გაეროს კონფერენციაში. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ტრანზიტულ-ლოგისტიკური როლი. მათ შორისაა როგორც მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის პროექტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში, ისევე, როგორც დაკავშირებადობას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით. „გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა. ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განხორციელდება პრემიერ-მინისტრის დონეზე და მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რასაც საქართველო აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოს როლი წინ წამოვწიოთ და ვისაუბროთ საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის შემადგენელ ნაწილზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაეროს კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში.
„სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობს გაეროს კონფერენციაში. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრები ლიდერებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს დაკავშირებადობაზე, საქართველოს როლზე, მათ შორის შუა დერეფანში და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ტრანზიტულ-ლოგისტიკური როლი. მათ შორისაა როგორც მაგისტრალური გზების მშენებლობა, ანაკლიის პროექტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ყველა ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომელიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში, ისევე, როგორც დაკავშირებადობას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი პრემიერ-მინისტრის მხრიდან კონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით.
„გაეროს მაღალი დონის კონფერენციის აქცენტი წელს, ცენტრალური აზიის ქვეყნების დაკავშირებადობაა. ამ კონტექსტში საქართველოს მონაწილეობა კონფერენციაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განხორციელდება პრემიერ-მინისტრის დონეზე და მთავარი აქცენტი გაკეთდება საქართველოს რეგიონულ როლზე დაკავშირებადობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ზოგადად, შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რასაც საქართველო აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. ეს კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოს როლი წინ წამოვწიოთ და ვისაუბროთ საქართველოს როლზე, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის შემადგენელ ნაწილზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
What's Your Reaction?






