სახელმწიფო ტყეში 50 კუბურ მეტრამდე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა აუდიტის და ტყითსარგებლობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, სახელმწიფო ტყეში, 50 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.  გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 7 508,8 ლარი შეადგინა.  სააგენტოს ცნობით, ცხრა პირის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში.  "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.  ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა და უკანონო  ტყითსარგებლობასთან ბრძოლა  არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ამ  მიმართულებით  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

აგვ. 5, 2025 - 11:27
 0
სახელმწიფო ტყეში 50 კუბურ მეტრამდე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა - სატყეო სააგენტო

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა აუდიტის და ტყითსარგებლობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, სახელმწიფო ტყეში, 50 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.  გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 7 508,8 ლარი შეადგინა. 

სააგენტოს ცნობით, ცხრა პირის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში. 

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.  ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა და უკანონო  ტყითსარგებლობასთან ბრძოლა  არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ამ  მიმართულებით  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow