დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ირანსა და ისრაელს შორის „სრული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ განაცხადა და სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა: “გილოცავთ ყველას! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმდა, რომ იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტა (დაახლოებით 6 საათში, როდესაც ისრაელი და ირანი შეწყვეტენ მოქმედებას და […]

ივნ. 24, 2025 - 04:27
 0
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.
კერძოდ, დონალდ ტრამპმა ირანსა და ისრაელს შორის „სრული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ განაცხადა და სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა:
“გილოცავთ ყველას! ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმდა, რომ იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტა (დაახლოებით 6 საათში, როდესაც და ირანი შეწყვეტენ მოქმედებას და დაასრულებენ თავიანთ მიმდინარე, საბოლოო მისიებს!), 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება!“.
ასევე ტრანპი დასძენს, რომ ეს არის ომი, რომელიც „შეიძლებოდა წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა“, მაგრამ „არ გაგრძელებულა და არც გაანადგურებს“.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ისრაელისა და ირანის მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow