ევროპა, იარაღის მიწოდების ნაცვლად, მხარს დაუჭერს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებას – WP

ევროპის ქვეყნები განიხილავენ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერების შესაძლებლობას, იარაღის პირდაპირი მიწოდების ნაცვლად. ამის შესახებ იუწყება The Washington Post, რომელიც ევროპელ ჩინოვნიკს ეყრდნობა. წყაროს თანახმად, სულ უფრო მეტი სახელმწიფო იხრება უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაფინანსების მოდელისკენ, რადგან, კიევისთვის გაწეული დახმარების გამო, ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შეიარაღების საკუთარი მარაგები. გამოცემა აღნიშნავს, რომ დახმარების ამერიკული პროგრამის ამოწურვის შემდეგ ევროპას […]

აპრ. 20, 2025 - 23:57
 0
ევროპა, იარაღის მიწოდების ნაცვლად, მხარს დაუჭერს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებას – WP

ევროპის ქვეყნები განიხილავენ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერების შესაძლებლობას, იარაღის პირდაპირი მიწოდების ნაცვლად. ამის შესახებ იუწყება The Washington Post, რომელიც ევროპელ ჩინოვნიკს ეყრდნობა.
წყაროს თანახმად, სულ უფრო მეტი სახელმწიფო იხრება უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაფინანსების მოდელისკენ, რადგან, სთვის გაწეული დახმარების გამო, ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შეიარაღების საკუთარი მარაგები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დახმარების ამერიკული პროგრამის ამოწურვის შემდეგ ევროპას გაუჭირდება წარმოქმნილი დეფიციტის კომპენსირება, განსაკუთრებით ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა.
The Washington Post-ის თანამოსაუბრე ამ მიდგომას ორივე მხარისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს: ევროპისთვის ეს უფრო იაფია, ხოლო შეძლებს საკუთარი წარმოების განვითარებას. გარდა ამისა, უკრაინა შეიძლება გახდეს იარაღის ახალი სახეობების ტესტირების ადგილი, მაგალითად უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა წარმოებაში ნატოს ქვეყნებს ჯერ კიდევ ნაკლები გამოცდილება აქვთ.
The Washington Post-ის თანამოსაუბრე ამ მიდგომას ორივე მხარისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს: ევროპისთვის ეს უფრო იაფია, ხოლო უკრაინა შეძლებს საკუთარი წარმოების განვითარებას. გარდა ამისა, უკრაინა შეიძლება გახდეს იარაღის ახალი სახეობების ტესტირების ადგილი, მაგალითად უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომელთა წარმოებაში ნატოს ქვეყნებს ჯერ კიდევ ნაკლები გამოცდილება აქვთ.
მაგალითის სახით გამოცემას მოჰყავს “ბოჰდანას” ჰაუბიცების წარმოება, რომელიც ომის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა: 2023 წელს თუ თვეში ექვსს აკეთებდნენ, 2025 წელს 20-ზე მეტი გამოდის.
9 აპრილს ევროკავშირმა გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებით 1 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანშის გადაცემის შესახებ, რომელიც არტილერიის წარმოებას უნდა მოხმარდეს. ეს არის ევროპის უდიდესი ინვესტიცია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში და იმ გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს წლის განმავლობაში 20 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოებისთვის.
ბოჰდანა (Богдана) — უკრაინული წარმოების 155 მმ თვითმავალი ჰაუბიცა, რომელიც შექმნილია NATO-ს სტანდარტების შესაბამისად. მოდელი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ის ამ კალიბრის პირველი სრულად უკრაინაში შექმნილი საარტილერიო სისტემაა. მოდელის სრული დასახელებაა 2С22 “Богдана”.
ძირითადი მახასიათებლები:
· კალიბრი: 155 მმ (NATO სტანდარტი)
· სროლის მაქსიმალური მანძილი: 40–50 კმ-მდე (ექსპერიმენტულ პირობებში — 60 კმ-მდე)
· შასი: თავდაპირველად დაყენებული იყო KrAZ-6322-ზე (6×6 სატვირთო პლატფორმა), ხოლო მოგვიანებით გამოჩნდა ვარიანტები Tatra-ს ბაზაზეც
· ეკიპაჟი: დაახლოებით 5 ადამიანი
· მიზანი: როგორც მოწინავე ხაზზე მოქმედება, ასევე მაღალი მობილურობით სწრაფად პოზიციის შეცვლა და მოწინააღმდეგის არტილერიისგან თავის დაღწევა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow