ელენე ხოშტარია: პოლიტიკურ ვირეშმაკობას პოლიტიკურ გზად ვერ გავყიდით, უბრალოდ შანსი არაა!

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია: რეჟიმის ცვლილება ზოგადად სხვადასხვა გზით ხდება ხოლმე, ყველა გზაზე არ ვილაპარაკებ, თეორიული გამოვა ამიტომ ვკონცენტრირდები აქტუალურ 2 ზე. 1. ინსტიტუციური გზით – მოლაპარაკება, არჩევნები, დებატი, საპარლამენტი კრიზისი, საკონსტიტუციო სასამართლო… 2. რეჟიმის სრული იზოლაციით მისი ქმედითუნარიანობის ამოწურვის გზით- ანუ ართანამშრომლობა და წინააღმდეგობა. აქ არის ან ერთი ან მეორე გზა. მაგალითად […]

ივლ. 11, 2025 - 00:57
 0
ელენე ხოშტარია: პოლიტიკურ ვირეშმაკობას პოლიტიკურ გზად ვერ გავყიდით, უბრალოდ შანსი არაა!
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია:
რეჟიმის ცვლილება ზოგადად სხვადასხვა გზით ხდება ხოლმე, ყველა გზაზე არ ვილაპარაკებ, თეორიული გამოვა ამიტომ ვკონცენტრირდები აქტუალურ 2 ზე.
1. ინსტიტუციური გზით – მოლაპარაკება, , დებატი, საპარლამენტი კრიზისი, საკონსტიტუციო სასამართლო…
2. რეჟიმის სრული იზოლაციით მისი ქმედითუნარიანობის ამოწურვის გზით- ანუ ართანამშრომლობა და წინააღმდეგობა.
აქ არის ან ერთი ან მეორე გზა. მაგალითად თუ გჯერა რომ პირველი გზა შესაძლებელია, ინსტიტუციურად მოუგებ, მაშინ ცდები თუ არ იყენებ და ხარ გიჟი. თუ ხვდები, რომ ინსტიტუციები აღარაა და შესაბამისად იზოლირებაა საჭირო, იტყუები თუ არჩევნების იმედი გაქვს. ან ინერციით მოქმედებ, ან დაღლილობით, ან უიმედობით, ან გაყიდვით. მიზეზები არაა საინტერესო.
მთავარია ხალხს დაუსაბუთო, რომ ინსტიტუტების არარსებობის პირობებში მიდიხარ საარჩევნო ინსტიტუტში. და კითხვას რატო? როგორ? საკუთარ სინდისთნ და ხალხთან გასცე პასუხი.
ამ კითხვებისგან თავის არიდება არის პოლიტიკური თამაში, არაკეთილსინდისიერება ან სისუსტე. არცერთის უფლება არ გვაქვს.
ამიტომაც ერთადერთი სწორი ამბავია სიცხადე და პასუხისმგებლობის აღება იმ გზაზე რომლისაც გჯერა.
მე მჯერა სისტემის იზოლაციის და რყევის გზით ცვკილების. გარანტია არ მაქვს, მჯერა და არ გატყუებთ. რწმენის გარდა გთავაზობთ რყევის გზებს, შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ.
მაგრამ! პოლიტიკურ ვირეშმაკობას პოლიტიკურ გზად ვერ გავყიდით, უბრალოდ შანსი არაა!

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow