შევთანხმდეთ, რომ რიჟვაძის წერილი გაავრცელა ხელისუფლებამ და არავითარ მედდას და ექიმს არ გადაუცია სამთავრობო მედიისთვის-მთივლიშვილი

შევთანხმდეთ, რომ რიჟვაძის წერილი გაავრცელა ხელისუფლებამ და არავითარ მედდას და ექიმს არ გადაუცია არც “პრაიმტაიმისთვის“ და არც “იმედისთვის“,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. მისი თქმით, ის აქცენტები, რაც წერილშია დასმული, პირდაპირ მიუთითებს რიჟვაძესა და მის გარემოცვაზე მნიშვნელოვან ზეწოლაზე. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ “წერილის თანახმად, მან ვეღარ გაუძლო და სცადა ის, როგორც ეს ამბავი შეიფუთა.“ […] The post შევთანხმდეთ, რომ რიჟვაძის წერილი გაავრცელა ხელისუფლებამ და არავითარ მედდას და ექიმს არ გადაუცია სამთავრობო მედიისთვის-მთივლიშვილი appeared first on .

ივლ. 11, 2025 - 11:27
 0
შევთანხმდეთ, რომ რიჟვაძის წერილი გაავრცელა ხელისუფლებამ და არავითარ მედდას და ექიმს არ გადაუცია სამთავრობო მედიისთვის-მთივლიშვილი

შევთანხმდეთ, რომ რიჟვაძის წერილი გაავრცელა ხელისუფლებამ და არავითარ მედდას და ექიმს არ გადაუცია არც “პრაიმტაიმისთვის“ და არც “იმედისთვის“,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის აქცენტები, რაც წერილშია დასმული, პირდაპირ მიუთითებს რიჟვაძესა და მის გარემოცვაზე მნიშვნელოვან ზეწოლაზე.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ “წერილის თანახმად, მან ვეღარ გაუძლო და სცადა ის, როგორც ეს ამბავი შეიფუთა.“

შევთანხმდეთ, რომ რიჟვაძის წერილი გაავრცელა ხელისუფლებამ და არავითარ მედდას და ექიმს არ გადაუცია არც “პრაიმტაიმისთვის“ და არც “იმედისთვის“. რა აქცენტებიც იქ არის დასმული, პირდაპირ მიუთითებს მასზე და მის გარემოცვაზე მნიშვნელოვან ზეწოლაზე, რომელიც არის განგრძობადი, არ არის ახალი დაწყებული, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა, ამ წერილის თანახმად, მან ვეღარ გაუძლო და სცადა ის, როგორც ეს ამბავი შეიფუთა. რაც ეს წერილი გავრცელდა, ბევრისგან მოვისმინე, რომ საკუთარი გუნდის წევრსაც, რიჟვაძე ხომ არ იყო რიგითი თანამდებობის პირი, აჭარის ხელმძღვანელი იყო ბევრი წელი, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირს, საკუთარი გუნდის წევრსაც არ ინდობ, მიგყავს თვითმკვლელობამდე თუ ვირაც ესვრის, არ ვიცი, მე სინმადვილეში იქ რა მოხდა, შესაბამისად, ვერ ვამბობ რომელიმე ვერსიაზე დამაჯერებლად, ნებისმიერ შემთხვევაში, ისევ ხელისუფლებას ურტყამს. ახლა რაცას კობახიძე აკეთებს, რომ მედიას ადანაშაულებს, თითქოს, მანამდე მომზადებული სიუჟეტების გამო, რიჟვაძე განიცდიდა სტრესს, იყო დეპრესიაში და ამიტომ სცადა თვითმკვლელობა, არის ისრის გადმოტანა მედიაზე, რომ თავგზა აუბნისო ამომრჩეველს,-განაცხადა მთივლიშვილმა.

მისი თქმით, “ყველა ჟურნალისტს კარგად ახსოვს, რომ რიჟვაძე, როდესაც თანამდებობაზე იყო, არნახული ცინიზმით გამოირჩეოდა და არავის დარჩენია შტაბეჭდილება, რომ ის რამეს განიცდიდა, როგორც „ოცნების“ სხვა თანამდებობის პირები.“

The post შევთანხმდეთ, რომ რიჟვაძის წერილი გაავრცელა ხელისუფლებამ და არავითარ მედდას და ექიმს არ გადაუცია სამთავრობო მედიისთვის-მთივლიშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow