ემანუელ მაკრონი – ვგმობ ირანის მიერ კატარზე განხორციელებულ დარტყმებს – მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს

გამოვხატავ საფრანგეთის სოლიდარობას კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ ტერიტორიაზე დაარტყა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მჭიდრო კონტაქტზეა ქვეყნის ხელისუფლებასთან და პარტნიორებთან რეგიონში. „მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს“, – წერს მაკრონი. მისი თქმით, კატარის ემირ შეიხ თამიმს […]

ივნ. 24, 2025 - 08:27
 0
ემანუელ მაკრონი – ვგმობ ირანის მიერ კატარზე განხორციელებულ დარტყმებს – მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს

გამოვხატავ საფრანგეთის სოლიდარობას კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ ტერიტორიაზე დაარტყა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მჭიდრო კონტაქტზეა ქვეყნის ხელისუფლებასთან და პარტნიორებთან რეგიონში.
„მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს“, – წერს მაკრონი.
მისი თქმით, კატარის ემირ შეიხ თამიმს ესაუბრა და მისი ქვეყნის მიმართ სრული სოლიდარობა გამოხატა.
„მას გადავეცი სრული სოლიდარობა და რომ ვგმობ ირანის მიერ მის ქვეყანაზე განხორციელებულ დარტყმებს. საფრანგეთი დგას კატარის და მისი თითოეული პარტნიორის გვერდით სპარსეთის ყურეში“, – წერს მაკრონი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow