ერთბაშად 2 ქართველი რომაში? - რა სასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება მედიაში
რომაში შესაძლოა ერთბაშად 2 ქართველი გადავიდეს

გუნდმა მწვრთნელი უკვე გამოიცვალა და ახლა ფეხბურთელების დამატებასაც გეგმავს. სხვათა შორის, რომაული კლუბის ინტერესთა სფეროში ერთბაშად 2 ქართველი მოექცა!
პირველი გიორგი მიქაუტაძეა, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა იწერება. გიორგი ჯან პიერო გასპერინის ფავორიტია და მწვრთნელს თავად სურს მიქაუტაძის გუნდში დამატება.
მეორე საბა გოგლიჩიძე გახლავთ, რომლის ემპოლიც სერია B-ში გავარდა და უდიდესი ალბათობით, საბა ახალ კლუბში გადავა, რომელიც, შესაძლოა, რომ სწორედ რომა იყოს.
What's Your Reaction?






