"ყველაზე მეტად მისმა ამ თვისებამ გამაკვირვა" - პსჟს ლეგენდამ ხვიჩა გამოარჩია

პსჟ-ის ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, ლუის ფერნანდესი, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს და პარიზული კლუბის...

ივნ. 4, 2025 - 18:57
 0
"ყველაზე მეტად მისმა ამ თვისებამ გამაკვირვა" - პსჟს ლეგენდამ ხვიჩა გამოარჩია
პსჟ-ის ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, ლუის ფერნანდესი, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს და პარიზული კლუბის დამოკიდებულებით აღფრთოვანებას არ მალავს. 65 წლის ფრანგმა სპეციალისტმა Le Parisien-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაც გამოყო და მისი შრომისმოყვარეობა განსაკუთრებით შეაქო.

გაკვირვებული დავრჩი, როცა მატჩის ბოლოს კვარამ 80-მეტრიანი გარბენით გუნდის დაცვას შეუწყო ხელი და დაეხმარა. ორი გოლის მიუხედავად, ის აგრძელებდა ინტენსიურ პრესინგს — ასეთი დამოკიდებულება საოცარია,“ — აღნიშნა ფერნანდესმა.

მისი თქმით, პსჟ-ში ყველა წევრი თავდადებით მუშაობს, რაც საერთო წარმატების საფუძველია. „ამ გუნდში რაღაც განსაკუთრებული ხდება — მოთამაშეები ერთმანეთისთვის იბრძვიან, ეს უკვე ჩვეულებრივი კლუბი არ არის, აქ ვარსკვლავური სული იგრძნობა,“ — დასძინა მან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow