"ფული არ მაინტერესებს, ტიტულების მოგება მინდა" - ბრუნო ფერნანდეშის უარი არაბებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, დაადასტურა, რომ არ აპირებს საუდის არაბეთის კლუბ...

ფერნანდეშის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა პირდაპირი კომუნიკაცია „ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელობასთან და აგენტიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ კარიერა ევროპაში გააგრძელოს. როგორც ბრუნომ აღნიშნა, ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ არჩევანი მკაფიოდ განისაზღვრა: "მინდა ვითამაშო იქ, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა რეალურია."
ფეხბურთელმა დაამატა, რომ კლუბის თავკაცს, რუბენ ამორიმს, ასევე არ სურდა მისი წასვლა და ამასობაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობაც მის შენარჩუნებას ცდილობს: „ვერც კლუბი და ვერც მე ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა შეიცვალოს რაღაც. ორივეს გვაქვს ამბიცია და ფეხბურთისადმი ერთნაირი დამოკიდებულება.“
What's Your Reaction?






